ზურაბ ჯაფარიძე: თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ – საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია
0
“განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა
უსისხლო და უსინდისო ნა….ბი
ოღონდ მათკენ ხელის გაშვერას აზრი არ აქვს, თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა – ჩვენია
თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ – საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია” – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.
შეგასენებთ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა: შეიძლება მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არამხოლოდ ბავშვის არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას ვის სთხოვთ? ამას სერიოზულად მეკითხებით?
მოგვიანებით მან ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
