Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2022

ევროკავშირის ლიდერები გაერთიანებას ცდილობენ ჩინეთზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად

0
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერებმა 21 ოქტომბერს მზარდი შეშფოთება გამოხატეს ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხზე, იხსენებენ რა დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და განაცხადეს, რომ პეკინის მიმართ საჭიროა ერთიანი პოზიციის შემუშავება.


ევროპის კავშირი ჩინეთს 2019 წლიდან განიხილავს როგორც პარტნიორს, ეკონომიკურ კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურების ლიდერთა სამიტისთვის მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ პეკინი ახლა პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს ეკონომიკურ კონკურენტად, რომელიც ემხრობა "მსოფლიო წესრიგის ალტერნატიულ ხედვას".


სამიტზე ჩინეთთან ურთიერთობა მსჯელობის საგანი იმიტომ გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლება განიხილავს, დაუშვას თუ არა ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო ჯგუფ Cosco-ს მიერ ჰამბურგის სანავსადგურო ტერმინალის წილის მიღება. მთავრობის პასუხი, რომელიც ამჟამად ამ საკითხზე ერთსულოვანი არ არის, მიიჩნევა საზომად იმისა, რამდენად არის იგი მზად, გაამკაცროს თავისი პოზიცია მთავარი სავაჭრო პარტნიორის მიმართ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ჩინეთში ბიზნეს-მენეჯერებთან ერთად გაემგზავრება.


Reuters-ის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროპის კავშირი  ჩინეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის დაჩქარების მოწმეა. სამიტის დამთავრების შემდეგ ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის მმართველი სი ძინპინი „ჩინეთის მიერ აღებულ ძალიან მტკიცე და თვითკმაყოფილ კურსს“ აძლიერებს. მისი თქმით, „ჩინური სისტემა ძირეულად განსხვავდება ჩვენი სისტემისგან და ვაცნობიერებთ მეტოქეობის ბუნებას.“


ევროპის კავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბლოკის 27 წევრს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. "ვფიქრობ, რომ ჩინეთის შემთხვევაში ყველაფერი ისევეა, როგორც რუსეთის შემთხვევაში. მათ ინტერესებშია ჩვენი დაყოფა, ჩვენს ინტერესებშია ჩვენი ერთიანობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.


ევროპის კავშირის დიპლომატები შეშფოთებული არიან იმით, რომ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიტყვით გამოვიდა გასულ კვირას, ქვეყანა სულ უფრო ავტორიტარულ გზაზე გადაჰყავს. დიპლომატები შეშფოთებული არიან ასევე რუსეთთან ჩინეთის პარტნიორობით.


სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავიანთ ქვეყნებს შორის "უსაზღვრო" მეგობრობის შესახებ განაცხადეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ.


ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ქრისიანის კარინშმა, სამიტზე აღნიშნა, რომ ევროპის კავშირისთვის მნიშვნელოვანია, ისაუბროს ჩინეთთან, რათა დარწმუნდეს, რომ ის "ისტორიის სწორ მხარეს" იმყოფება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით. "ჩინეთთან კარგია საქმის ქონა, როცა 27-ნი ვართ და არა როცა ერთი-ერთზე ვართ მასთან".


მისმა ფინელმა კოლეგამ, სანა მარინმა კი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თავიდან უნდა აიცილოს სამომავლო დამოკიდებულება პეკინზე და ამის ნაცვლად, ხელი შეუწყოს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.


 


 






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России