ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კაცმა 23 წლის მეზობელი მოკლა
0
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფლავაკეში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა 23 წლის მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დამნაშავე პოლიციამ შემთხვევიდან მალევე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.