Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2022

ზვიად ძიძიგური: გამორიცხულია, სააკაშვილმა ისეთივე ეფექტურობით წამოიწყოს პოლიტიკური აქტივობა, მან თავისი პოლიტიკური მომავალი დაასამარა, ვერ გაძლო ციხეში

0

გამორიცხულია, მიხეილ სააკაშვილმა ხვალ და ზეგ ისეთივე ეფექტურობით წამოიწყოს პოლიტიკური აქტივობა, როგორიც გვახსოვს, რადგან მან ერთწლიანი პატიმრობით თავისი პოლიტიკური მომავალი დაასამარა, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი, პატიმრობისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა მან ციხეს ვერ გაუძლო.

„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ჩამოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა საპატიმროში და დაეწყო დეპრესია. ამის შემდეგ, მან გააკეთა განცხადება, რომ მიდის პოლიტიკიდან, არ გაეკარება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს, თუ მას გაათავისუფლებენ. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაცილებით უფრო მძიმე, ვიდრე წარმოედგინა ან მტერს, ან მოყვარეს. ამიტომ მან პოლიტიკური აქტივობა ხვალ და ზეგ რომ ისეთი ეფექტურობით წამოიწყოს, როგორიც ჩვენ გვახსოვს, ეს გამორიცხულია. რადგან, მან დაასამარა ერთწლიანი პატიმრობით თავისი პოლიტიკური მომავალი. თვითონ დაასამარა, რადგან ციხეში ჯდომით პოლიტიკური მომავლები არ ქრება და მსოფლიოში შემიძლია უამრავი მაგალითი გითხრათ, რომ ციხიდან გამოსული პოლიტიკური ლიდერები გაცილებით უფრო ეფექტურები და რეიტინგულები იყვნენ.

მარტივად რომ ვთქვათ, ვერ გაძლო ციხეში. ვერ გაუძლო ამ განსაცდელს, რომელიც არის საკმაოდ დიდი, მაგრამ პოლიტიკაში თუ ხარ და თან მით უმეტეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ხარ, ციხისთვის მზად უნდა იყო ფსიქოლოგიურად. ოპოზიციონერები ისხდნენ ციხეში, მერაბიშვილი, ახალაია და მე მგონი მათი მხრიდან დეპრესიები და „ოღონდ გამიშვი და პოლიტიკიდან წავალ“ არ ყოფილა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლა ცუდადაა და არ სიმულიანტობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ცუდად არის. შეუძლებელია ასეთი დონის სიმულანტობა, რომ ადამიანი ფიზიკურადაც, გარეგნულადაც, ფსიქოლოგიურადაც, ყველანაირად იყოს ასე მძიმე მდგომარეობაში, ეს ასე არ ხდება. თანაც ოპოზიციის წარმომადგენლებს კი არ დავეყრდნობოდი, დავეყრდნობი იმ უცხოელ ექსპერტებს, ექიმებს, რომლებიც აკეთებენ შესაბამისი ტიპის დასკვნებს და თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მძიმედ არის, მაგრამ მძიმედ არის იმიტომ, რომ დეპრესიაშია. დეპრესიაში ყოფნა არის ყველა უბედურების გამომწვევი, ინსულტიდან დაწყებული, დიაბეტით დამთავრებული. ფაქტია, რომ მძიმე მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გარდა მიხეილ სააკაშვილის საკითხისა, ზვიად ძიძიგურმა გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური კლასის დეკვალიფიკაციას, რადგან მუდმივად ხელისუფლება „უჩალიჩებს“ ოპოზიციას დღის წესრიგს.

„ისეთი პოლიტიკური სახეებით ამარცხებს ოპოზიციას ხელისუფლება, რომ ხანდახან ვიტყვი, ეს როგორ შეიძლება მოხდეს რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ფაქტია, რომ ხდება, რადგან გაწყვეტილი აქვს ხალხთან, მოსახლეობასთან ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, სრულიად ოპოზიცია, როგორც პატარა ბავშვი, წამოაგო ხელისუფლებამ თავის ნარატივზე, ნაძვის ხეზე დაკიდებული სლოგანზე მინდა გითხრათ, „მშვიდობიანი ქალაქი“ დაწერა და ატყდა ერთი ამბავი, რომ „მშვიდობიანი ქალაქი, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კიდევ ერთხელ „ააგდო“ ოპოზიცია ხელისუფლებამ.

მართალია, არავინ არ აძალებდა ომს ხელისუფლებას, არავინ არ ექაჩებოდა საქართველოს მეორე ფრონტის გასახსნელად, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ნარატივი აირჩია და ამ საახალწლო ნაძვის ხითაც ამ ნარატივის მიმართულება გააგრძელა და ის, რომ ოპოზიციამ ამასთან დაკავშირებით ატეხა ალიაქოთი, კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას ხელისუფლებას, რომ გამოვიდნენ და ამ მიმართულებით ოპოზიციას კიდევ ერთხელ დასცინონ, „თქვენ რა, მშვიდობა არ გინდათ? აბა, ომი გინდათ?“.

მშვიდობის თემა იმიტომ შემოიტანა წელს მერიამ, რომ პროვოცირება გაუკეთეს ოპოზიციას, რომ ეს თავისი „მესიჯი“ კიდევ ერთხელ განევრცოთ და ამაში ძალიან მიეხმარა ოპოზიცია. ოპოზიციას ამასთან დაკაშირებით უნდა ეთქვა, რომ მშვიდობის წინააღმდეგი არავინ არ არის და მეტი ფრაზა ამასთან დაკავშირებით საჭირო არ იყო. კიდევ ერთხელ ჩანს ის, რომ ოპოზიციის პოლიტიკური დეკვალიფიკაცია არის სახეზე, სულ მუდმივად არ შეიძლება, ხელისუფლება „გიჩალიჩებდე“ დღის წესრიგს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.





Губернаторы России
Москва

В Москве выбрали лучших педагогов в рамках городского конкурса — Собянин





Москва

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин назвал победителей конкурса «Педагоги года Москвы»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Булат Окуджава

Музыка и стихи: концерт к 100-летию со дня рождения Булата Окуджавы состоится в Троицке




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Волонтеры Президентской академии в Санкт-Петербурге вносят свой вклад в развитие и повышение доступности спорта для граждан

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете


WTA

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Волонтеры Президентской академии в Санкт-Петербурге вносят свой вклад в развитие и повышение доступности спорта для граждан



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России