ჯო ბაიდენი: მზად ვარ ვესაუბრო პუტინს, თუ ის ნამდვილად გამოავლენს ომის დასრულების ინტერესს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ პუტინი უკრაინაში კონფლიქტის დასრულებით დაინტერესდება.
„მე მზად ვარ ვესაუბრო ბატონ პუტინს, თუ ის ნამდვილად გამოავლენს ომის დასრულების ინტერესს. ფაქტია, რომ მე არ ვაპირებ ბატონ პუტინთან დაკავშირებას უახლოეს მომავალში. რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო მომავალი კომუნიკაცია ნატოს პარტნიორებთან აშშ-ის კონსულტაციების საფუძველზე შედგება“, – განაცხადა ბაიდენმა