ყველაზე გულწრფელი ზოდიაქოს ნიშნები
ილაპარაკო სიმართლე ზოგჯერ ძალიან რთულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანების გულწრფელობას ხშირად სათანადოდ არ აფასებენ. როცა ვიღაც ჩვენთან გულახდილია, მაინც არ ვენდობით მას და გვგონია, რომ წარსულის ნეგატიურ შეცდომებს გავიმეორებთ. თავაზიანად მოექცე ადამიანებს, გაუღიმო უცნობებს, თქვა რეალური მიზეზი, თუ რატომ არ გინდა წახვიდე დაბადების დღეზე, სინამდვილეში, არც თუ ისე რთულია, მხოლოდ მცირე ოდენ გულწრფელობას და შინაგან ჰარმონიას მოითხოვს.
კირჩხიბი
როგორც აღმოჩნდა, კირჩხიბები ყველაზე გულახდილი ზოდიაქოს ნიშნები არიან. მათი მაღალი ემოციური დონე განაპირობებს იმას, რომ ტყუილის თქმა, ფაქტობრივად, არ შეუძლიათ. მათ სურთ, რომ ენდობოდნენ, როგორც ოჯახის წევრები და ახლობლები, ისე მეგობრები და უცნობი ადამიანები. როდესაც ისინი სიმართლეს მალავენ, მუდამ დანაშაულის გრძნობას განიცდიან. კირჩხიბი პასიურ-აგრესიული ნიშანია, შესაძლოა, სიმართლე ტკბილად და ოდნავ შეფარულად თქვას, თუმცა ამას მხოლოდ კარგი მიზნებისთვის აკეთებს, რათა სხვას გული არ ატკინოს.
მერწყული
განსხვავებით კირჩიბისა, მერწყულს პატარა, თეთრი ტყუილების არ სჯერა, მიუხედავად იმისა, ეს მშვიდობის შენარჩუნებას ემსახურება თუ არა. ისინი ამბობენ, რასაც ფიქრობენ და არ ადარდებთ, როგორ მიიღებენ ამას სხვები. მერწული ყოველთვის იბრძვის თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. იგი ასევე ყველაზე ინტელექტუალურ ზოდიაქოს ნიშნად მიიჩნევა და მუდამ სურს, რომ სხვებს ცოდნა, აზრი, იდეები გაუზიაროს. მერწყულს უყვარს თვითგამოხატვა, თუ ვინმე სიმართლის დამალვას სთხოვს, ამას ნაკლებად მოახერხებს.
სასწორი
სასწორები თავიანთი დაბალანსებული ცხოვრებით გამოირჩევიან. ეს კი, თავის მხრივ, მოიცავს სიმართლის მხარეს ყოფნას. ისინი იდეალისტები არიან და გულწრფელობას დიდ პატივს სცემენ. მათ მშვიდობისა და ჰარმონიის მუდმივი მოთხოვნილება აქვთ, ამიტომ ცდილობენ შეინარჩუნონ კარგი ურთიერთობები და იყვნენ გულახდილები სხვა ადამიანებთან. როდესაც მათ უხეში სიმართლის თქმა უწევთ, ამას რბილად აკეთებენ, რათა ადამიანს შეცდომა დაანახონ და დაეხმარონ სხვა პერსპექტივიდან შეხედოს საკუთარ თავს.
წყარო/ფოტო: Best Life