Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2022

მდინარაძე: პირი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, თუ დადასტურდა, რომ ის სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა

0
მდინარაძე: პირი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, თუ დადასტურდა, რომ ის სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის შესაძლო შეწყვეტის საკითხი. როგორც დეპუტატი აცხადებს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, როცა არსებობს ოფიციალური ცნობები, რომ ადამიანი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა.

„ორი დღის განმავლობაში "ნაცმოძრაობა" კატეგორიულად უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ვინმე უკრაინაში მოქალაქეების წაყვანის ორგანიზებას აკეთებს. შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ პირდაპირ „ფეისბუკში“ იყო მიღება გამოცხადებული და ერთ-ერთი ტელევიზიის ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ მსურველებს სთავაზობენ გარკვეულ ანაზღაურებას, მათ რეკრუტირებას ახდენენ და არ უმარტავენ კანონის ნორმას, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ისინი ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კანონი იმიტომ მიიღო, რომ ვიღაცის დასჯა უნდაო, მაგრამ 1999 წლის რედაქციაშიც კი იყო ეს ნორმა. ვხედავთ ინტერვიუებს, რომელშიც სამხედრო პირებს ადასტურებინებენ, რომ მართლაც ირიცხებიან უკრაინის სამხედრო შენაერთებში და შეიარაღებულ ძალებში. ამის შესახებ არცერთი ცნობა აქამდე საქართველოს არ ჰქონია და ახლა თუ ძალით გააკეთებენ იმას, რომ ოფიციალურ დონეზე დაადასტურებენ, რომ სამხედრო შემადგენლობაში არიან და ამით შეეცდებიან, რომ უმძიმეს პროვოკაციაზე წავიდნენ, თუ ამისთვის ოფიციალურ წყაროებს თვითონ შექმნიან, რომ იქნებ მართლაც ჩამოართვან ვინმეს მოქალაქეობა, ამაზეც ალბათ, ცალკე პიარს ააგებენ.

ბინძური პროვოკაციაა და ვაშაძეს დაუწყია ეს სოციალურ ქსელში, რომ მდინარაძე დაემუქრაო მოქალაქეობის ჩამორთმევით, რაც ტყუილია, მე გავაკეთე რეალური შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მიმოწერაში არ გააფრთხილეს ადამიანი, რომ თუ სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხება, ის მოქალაქეობას კარგავს. როგორც იურისტმა მინდა განვმარტო, ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ოფიციალური ცნობები, რომ ადამიანი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა. ახლა აორგანიზებენ ისეთ ნარატივს და მგონი, თავად უნდათ ჩამოიტანონ ცნობები, რომ მე ვირიცხები სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და, აბა, ჩამომართვით მოქალაქეობა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

თავდაპირველად მამუკა მდინარაძემ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი TV IMEDI-ს ეთერში ილაპარაკა უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრებზე.

“სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას - ეს კანონით არის განსაზღვრული”, - უთხრა ჟურნალისტებს 8 დეკემბერს რატი იონათამიშვილმა.

პოლიტიკოსების განცხადებებს მალევე გამოეხმაურნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები, რომლებმაც ეს განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მუქარად და ასევე რუსეთიდან მიღებული დავალების შესრულების მცდელობად აღიქვეს.

“ეგ არის პირდაპირ მუქარა, ჩვენ მაგით ვერ შეგვაშინებს, ეგ არის გამორიცხული და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვინც აქ ვიმყოფებით, ვართ მოხალისეები. მოხალისეობის გამო როგორ ფიქრობს მამუკა მდინარაძე იურისტი, რომ მისი სიტყვების გამო ჩვენ აქ ან საქართველოში ვინმე მოქალაქეობას ჩამოგვართმევს? ასე არ ხდება. ნუ იმუქრება, არ ვართ ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე ის ხალხი, ვისაც მდინარაძისნაირი ადამიანების მუქარის გვეშინია” - უთხრა "ფორმულას" რომეო ფარულავამ.

“ეს არის დავალება დიდი რუსეთიდან, რომ შეტევა მოიტანოს ჩვენზე, დაშინების სიგნალი არის ეს ფაქტობრივად” - ამბობს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე.

“ბოდვას უფრო ჰგავს, ვიდრე სიმართლეს. პირველად გავიგე ასეთი რამ. 90% საქართველოს ომის ვეტერანები ვართ და არაერთგზის და ვის აქვს უფლება, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მათი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისთვის აქვთ მიძღვნილი“ - უთხრა "ფორმულას" უკრაინაში მებრძოლმა ვაჟა ცეცაძემ.

უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფონია სახელისუფლებო მედია POST TV-ის მიერ 7 დეკემბერს გამოქვეყნებული მიმოწერა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ უკრაინაში ქართულ ლეგიონში გაწევრიანების მსურველები ანაზღაურებას იღებენ.





Губернаторы России
Москва

Собянин: Объем закупок у малого бизнеса с 2024 года составил почти 227 миллиардов





Москва

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил об открытии «Домиков добра» для сбора гуманитарной помощи



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

Кинофестиваль «Движение по вертикали» памяти Станислава Говорухина пройдет в Тульской области




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

ЕВРО-2024: большой футбол ждет слушателей «Авторадио»

Площадь пожара в здании у метро «Динамо» в Москве составляет 400 квадратов

«Этот спорт воспитывает силу и упорство»: Вице-спикер Народного Хурала Бурятии приняла участие в открытии чемпионата России по гиревому спорту


Марат Сафин

Дзюба заявил, что был бы теннисистом уровня Сафина



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Московской области сотрудники Росгвардии задержали граждан, подозреваемых в совершении грабежа



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России