ოვალურ ოფისში ზელენსკიმ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ბაიდენს, კონგრესს, და რიგით ამერიკელ ხალხს
ზელენსკი თეთრ სახლში იშეხვედრას მართავს ჯო ბაიდენთან. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა.
ზელენსკი შემდეგ აშშ-ის კონგრესში გამოვა სიტყვით.
ზელენსკის ვაშინგტონში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გამოუყოფს 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც მოიცავს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემასაც.
