103news.com
World News in Georgian
Декабрь
2022

თენგიზ ფხალაძე: ზელენსკი დღეს არის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო

0

„საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“ მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში  უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ისტორიული ვიზიტი შეაფასა.

თენგიზ ფხალაძემ ზელენსკის ვიზიტს ისტორიულ ფაქტად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის არის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო.

მისი თქმით, ზელენსკის მთავარი ამოცანა უკრაინის გამარჯვებაა.

„ისტორია ჩვენ თვალწინ იწერება და ზელენსკის ვიზიტი არის სწორედ ამის გამოხატულება. ზელენსკი გარდამტეხ როლს თამაშობს 21-ე საუკუნეში. ბევრმა ანალიტიკოსმა შეადარა ეს ვიზიტი ჩერჩილის ისტორიულ ვიზიტს საუკუნის წინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა.

თავად ვიზიტის ფაქტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. იმ ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც ყოველდღიურად იბომბება, ყოველდღიურად სასიკვდილო საფრთხე უყურებს თვალებში, სადაც ბომბავენ ინფრასტრუქტურას სამოქალაქო ობიექტებს, აი, ამ დროს რამხელა რწმენას და თვითდაჯერებულობას აჩვენებს, როდესაც ის გადის ქვეყნიდან, თავისთავად, მისი ქვეყნიდან გასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი.

ჩვეულებრივ, მშვიდობიან ვითარებაში სახელმწიფო მეთაურის ვიზიტის დროს წარმოიდგინეთ რა ზომები არის მიღებული და რა უნდა ხდებოდეს საომარ მდგომარეობაში? ეს ვიზიტი გვიჩვენებს, რომ  უკრაინაში ყველა ინსტიტუტი მოქმედებს გამართულად და მაღალი სტანდარტებით, როდესაც ხელისუფლების უსაფრთხოება დაცულია უმაღლეს დონეზე. ზელენსკი ცარიელი ხელებით არ ბრუნდება. მსგავსი ტიპის ვიზიტებით ის უპრეცედენტო კონსოლიდაციას ახდენს საერთაშორისო მხარდაჭერის, რომ მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რუსეთმა სახე შეინარჩუნოს, არამედ მთავარი ამოცანა ის არის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და უნდა გაიმარჯვოს და ბოროტება ბოლომდე უნდა დამარცხდეს, კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს“, – აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

„საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“ მკვლევრის განცხადებით,  რუსეთი ებრძვის ყველაფერს დასავლურს.

მისი თქმით, პუტინი ცდილობს უკრაინაში მარცხის გამო პასუხისმგებლობა სხვაზე გადაანაწილოს.

ფხალაძე აცხადებს, რომ პუტინს გარდაუვალი კრახი ელოდება და ქვეყანას ცივილიზებულად დამარცხებაც არ შეუძლია, რის გამოც ის ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს.

„ზელენსკი დღეს არის თავისუფლებისთვის მებრძოლი. დღეს რუსეთი უკრაინაში მხოლოდ უკრაინას არ ებრძვის, რუსეთი ებრძვის ყველაფერს დასავლურს, ისევე, როგორც ის თავის დროზე საქართველოში არ ებრძოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ის ებრძოდა ყველაფერს რაც კი არის არარუსული და მიუღებელი, ამას ებრძოდა ბრუტალური ფორმებით. ზელენსკი დღეს არის არამხოლოდ უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო, არამედ თავისუფლებისათვის, უნივერსალური ღირებულებებისთვის ბრძოლის სიმბოლო და აქედან გამომდინარე იყო ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ კონგრესში.

მას შემდეგ, რაც ლენდლიზი ამოქმედდა, ბევრ რამეს მწვანე შუქი მიეცა. ლენდლიზი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით კეთდება, ნიშნავს იმას, რომ პროცედურები მარტივდება. ზელენსკის ჩასვლის გარეშეც პატრიოტის სისტემების გადაცემის თემა მოგვარებული იყო. პატრიოტის სისტემების გადაცემა გადაწყვეტილი იყო ზელენსკის ჩასვლამდე.

რუსეთს არამხოლოდ ბრძოლა არ შეუძლია ცივილიზებულად, წაგებაც არ შეუძლია ისევე, როგორც ჰიტლერს არ შეეძლო ცივილიზებულად წაგება, ანალოგიურია პუტინის რეჟიმი. ის {პუტინი} ამ წაგებას ხდის ყველაზე მტკივნეულს, ბრუტალურს, ხოცავს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს: ბავშვებს, ქალებს, მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს ინფრასტრუქტურას, იქცევიან, როგორც ავაზაკები.

საპასუხო დღეს პუტინს არაფერი აქვს. თუ შევხედავთ იმ პროცესებს, რაც რუსეთში მიმდინარეობს, მათ შორის, ბოლო გამოსვლები, თათბირები, ძალიან კარგად იგრძნობა, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც მასზეა, გადაანაწილოს და გახადოს კოლექტიური. უფრო და უფრო მეტს ლაპარაკობს საერთო შეცდომებზე. კრემლის ანალიტიკოსები იძახიან, რომ პუტინი შეცდომაში შეიყვანეს, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ეს არის ნიშანი იმ გარდაუვალი კრახის, რომელიც მას ელოდება. რამდენიმე ელიტა რუსეთში ერთმანეთს ებრძვის გავლენებისთვის. რუსეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს“, – დასძენს „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“ მკვლევარი.





Губернаторы России
Москва

Собянин: МЦД продлят до Калужской, Смоленской, Тульской и Ярославской областей





Москва

В Москве ежегодно состоялся юбилейный, всероссийский, патриотический гала-концерт «Проза и поэзия» «Россия - семья семей»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин посоветовал москвичам пересаживаться на электромобили



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Карди Би

Рэперша Карди Би вышла на публику в полупрозрачном золотом платье




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


Елена Веснина

«Теннисистки заслуживают зарабатывать на равных с мужчинами». Веснина выступила за соразмерные призовые



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России