ზოდიაქოს ყველაზე ამბიციური და მიზანდასახული ნიშანი – თხის რქა
ზოდიაქოს გამორჩეულად მიზანდასახული, ძლიერი, შეუპოვარი და ტემპერამენტიანი ნიშანია. თხის რქები 22 დეკემბრიდან 20 იანვრამდე პერიოდში იბადებიან. ძალიან მეგობრულები, ერთგულები და მეოჯახეები არიან. ისინი დიდ პატივს სცემენ ტრადიციებს და თავიანთი ცხოვრების მკაცრად დადგენილი ნორმები აქვთ.
თხის რქა ამბიციური და შრომისმოყვარეა. შეუძლებელია მისი შეჩერება, თუ მიზნად რაიმე დაისახა. მათ თავიანთი წესები აქვთ და მხოლოდ ამ წესებს მიჰყვებიან. უსმენენ საკუთარ გონებას და ნაკლებად ითვალისწინებენ სხვების აზრებს. მეგობრულები და ერთგულები არიან, მაგრამ დიდი სამეგობრო წრე არ ჰყავთ.
მშვიდი და გაწონასწორებული ზოდიაქოს ნიშანია. იცის როგორ აკონტროლოს საკუთარი თავი და შემდეგი ნაბიჯი საით უნდა გადადგას. დისციპლინა, ძალა, ფოკუსი მისთვის მთავარი ცნებებია. მიწის ნიშანია და სტაბილურობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ცნობილი თხის რქები არიან ლებრონ ჯეიმსი, მიშელ ობამა, ტიმოთი შალამე. ეს ნიშანი ზოდიაქოს ყველაზე მყარი, გაწონასწორებული, მიზანდასახული და თავდაჯერებული წარმომადგენელია.
წყარო/ფოტო: Numerology Sign