რისთვის არის ვიტამინი E აუცილებელი და სასარგებლო
ვიტამინი E ცნობილია თავისი გამაჯანსაღებელი ეფექტით. იგი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს სხეულის უჯრედებს დაზიანებისგან. ძალიან სასარგებლოა კუნთების, სისხლძარღვებისა და ენდოკრინული სისტემისთვის. აგრეთვე იცავს ადამიანს გულისა და ნერვული დაავადებებისგან. ანელებს დაბერების პროცესს და ეხმარება ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში. დაბლა წევს სისხლის წნევას და შესაბამისად, ამცირებს ტრომბების გაჩენის რისკს.
აგრეთვე ცნობილია, რომ აღნიშნული ვიტამინი ხელს უწყობს თმის სიჯანსაღის შენარჩუნებას. აღადგენს მის დაზიანებულ უჯრედებს და აჩერებს თმის ცვენას. გარდა ამისა, აქვს დამცავი მოქმედება და თმას გამოშრობის, მზის ზემოქმედების და სხვა ტიპის დაზიანებისგან იცავს. ანიჭებს მას სირბილეს და ბზინვარებას.
თუ მშრალი, დაზიანებული და მტვრევადი თმა გაქვთ, მაშინ, უმჯობესია, გამოიყენოთ შამპუნი, რომელიც E ვიტამინს და არგანის ზეთს შეიცავს. შეგიძლიათ ამ ვიტამინით მდიდარი თმის ნიღაბი სახლშიც დაამზადოთ.
- 1 ავოკადო
- 1 ბანანი
- 1 სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი
- 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
აურიეთ ეს ინგრედიენტები, დაამზადეთ ნიღაბი და შეიზილეთ თმაში. გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და თქვენთვის სასურველი შამპუნით. ნიღაბი გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროდუქტების მიმართ ალერგიული არ ხართ.
წყარო/ფოტო: Health Line