გამაოგნებელი კოსმოსური რეალობა
კოსმოსი ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველია. რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნოლოგიები, შესაბამისად, უფრო მეტს ვიგებთ შორეული საიდუმლოებების შესახებ. სამეცნიერო პროგრესის წყალობით, ადამიანს საშუალება მიეცა წარმოუდგენელი სიმაღლეები დაეპყრო და მოეცვა ის არეალები, რომლის წარმოდგენაც კი მიუწვდომლად ეჩვენეოდა.
თუ მეცნიერება და შორეული კოსმოსი გიზიდავთ, მაშინ რამდენიმე სამეცნიერო ფაქტს შემოგთავაზებთ.
ჩვენს მზის სისტემაში მხოლოდ ორი პლანეტა არსებობს, რომლებსაც საკუთარი მთვარე არ ჰყავთ, ესენია ვენერა და მერკური.
თუ ვარსკვლავი, როგორი ზომისაც არ უნდა იყოს იგი, შავ ხვრელთან ახლოს ჩაივლის, ნაწილებად დაიფლითება, მისი გრავიტაციული ძალის შედეგად.
ჩვენს მზის სისტემაში ყველაზე მაღალი ტემპერატურის მქონე პლანეტა არის ვენერა.
აღნიშნული მზის სისტემა 4.57 მილიარდი წლისაა.
მზე, დაახლოებით, 330 000-ჯერ უფრო მეტს იწონის, ვიდრე დედამიწა.
ნაკვალევი მთვარეზე არ ქრება, რადგან იქ ქარი არ უბერავს.
იუპიტერს 79 მთვარე-თანამგზავრი ჰყავს.
დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელსაც ღმერთის სახელი არ ეწოდება.
პლუტონის ფართობი უფრო მცირეა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების.
მათემატიკოსები ამბობენ, რომ არსებობს თეთრი ხვრელებიც, მაგრამ ჯერ მათი აღმოჩენა ვერ მოხერხდა.
პლანეტა ვენერაზე ყველაზე მეტი ვულკანია.
ერთი დღე პლანეტა პლუტონზე 153.6 საათის განმავლობაში გრძელდება.
მარსსა და მთვარეზე უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე ჩვენს ოკეანეებზე.
დედამიწიდან სამყაროს მხოლოდ 5%-ის დანახვაა შესაძლებელი.
ყოველ წუთში დედამიწაზე, დაახლოებით, 2 000 ჭექა-ქუხილი ხდება.
ჩვენ ყოველთვის მთვარის ზედაპირის ერთი და იმავე მხარეს ვხედავთ, მნიშვნელობა არ აქვს პლანეტის რომელ ნაწილში დავდგებით.
შეუარაღებელი თვალით დედამიწიდან 3-იდან 7-მდე სხვადასხვა გალაქტიკის ხილვაა შესაძლებელი.
წყარო/ფოტო: The Fact Site