Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2022

დავით უსუფაშვილი: საქმე გვაქვს არა ხელისუფლებასთან, არამედ პერსონალური ვნებების დამკმაყოფილებელ ადამიანებთან

0

იუსტიციის მინისტრი ისე იქცევა, ბავშვები რომ იჩხუბებენ ქუჩაში და ამბობენ: “იმან ჯოხი ჩამარტყა, მე კიდევ ქვა ვესროლეო“, გამოდის და ამბობს, „ისეთ რამეებს გვაბრალებენ, გაჩვენებთ, რაშია სიმართლე“ – არ ვიცი, რას შევადარო ეს არაადამიანური მოპყრობა, ეს ყველაფერი პოლიტიკის მიღმაა , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, „როდესაც ადამიანი ხელბორკილდადებულია, ის უკვე სხვანაირი ადამიანია და არ შეიძლება მასთან ის დამოკიდებულება გააგრძელო, რაც მანამდე გქონდა“.

„მომწონს – არ მომწონს, მისი ხედვები ასეთი ან ისეთია – ეს ამბავი მორჩა. ყველაზე უფრო არაადამიანურ ვითარებაში მყოფია ყველა პატიმარი, ვინც ციხეშია. ამ ადამიანზე არ შეიძლება ქილიკი, საკანში თუ საავადმყოფოს პალატაში მისი რაღაც ტიპის ქმედებების გამოფენა. იუსტიციის მინისტრი ასე იქცევა, ბავშვები რომ იჩხუბებენ ქუჩაში და ამბობენ – იმან ჯოხი ჩამარტყა, მე კიდევ ქვა ვესროლეო. გამოდის იუსტიციის მინისტრი და ამბობს – ისეთ რამეებს გვაბრალებენ, რომ აი, გაჩვენებთ, რაშია სიმართლე. არ ვიცი, რას შევადარო ეს არაადამიანური მოპყრობა – ეს პოლიტიკის მიღმაა. მერე ამ მინისტრს ხელისუფლება ტაშს უკრავს. გამოდის უმრავლესობის წარმომადგენელი, სიბილწეს ამბობს ადამიანთან დაკავშირებით და მას ტაშს უკრავენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში გრძელდება ტრაგედია, სადაც „ძალიან სახიფათო თემებია ჩართული“.

„საქმე გვაქვს არა ქვეყნის მმართველ ხელისუფლებასთან, არამედ საკუთარი პერსონალური ვნებების, სურვილების და ჟინების დამკმაყოფილებელ ადამიანებთან. სხვანაირად არ მესმის, როგორ შეიძლება ქვეყნის მართვის სადავეებთან მყოფმა ადამიანმა, რომელსაც ამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია ვიღაცაზე ასეთი შეფასება გააკეთო, რომ სიმულიანტობს – „შევხედე და ასე დავადგინე“, „არც ისე ავადაა“ და ა.შ. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ ფიქრობენ ქვეყანაზე და სახელმწიფოში იმ სტანდარტების დამკვიდრებაზე, რაც უფრო მაღალია, ვიდრე რომელიმე ადამიანი. ამიტომ, სამწუხაროდ, გრძელდება ტრაგედია, რომელშიც უკვე ძალიან სახიფათო თემებია ჩართული. სხვა ქვეყნებშიც ხდება – ყოფილი პრეზიდენტები თუ პრემიერები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გისოსებს მიღმა მომწყვდეული პოლიტიკური მოწინააღმდეგე უმწეო მდგომარეობის გამოყენებით უნდა გაანადგურო და ყველა შესაძლო პატივი და ღირსება აჰყარო, დასცინო, მის თაობაზე იმ ტიპის ხუმრობები თქვა, რაც დაუშვებელია, იყენებდე ტერმინებს, რაც პარლამენტის შენობაშიც კი გვესმის. ამ ვითარებაში სახელმწიფოებრივ სტანდარტებზე ვერ ვსაუბრობთ. მაგალითად, ომს თავისი კანონები აქვს, ომში ვაჟკაცობა ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგეს ვაჟკაცურად ებრძოლო, მაგრამ მერე დატყვევებულ მოწინააღმდეგეს ვაჟკაცურად მოეპყრო და მისი ღირსების დაცვა ღირსების საქმედ გაიხადო. ყველგან ასე ხდება, რომ ადამიანები გამოვირჩევით იმით, რომ გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე სამაგიეროს გადახდაა“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს მმართველმა გუნდმა, რომ არსებული ვითარება შეიცვალოს, უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავად უნდა მოიწვიოს კონსილიუმი და გაარკვიოს, რაშია საქმე.

„ამ ვითარებას სჭირდება თავად ხელისუფლების მიერ, რომელსაც ევალება როგორც კონკრეტული ადამიანის სწორად პატრონობა ციხეში, ისე ამ ადამიანთან დაკავშირებული შიდა და საერთაშორისო პოლიტიკური პრობლემების მოგვარება, რომელიც საქართველოს ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად ახრჩობს – ქვეყნის შიგნით ხელს უწყობს უზარმაზარ უფსკრულს, ქვეყნის გარეთ კი საქართველოს წარმოაჩენს ისე, როგორც ველურობასთან ახლოს მყოფ ქვეყანას. ამიტომ საჭიროა, რომ ხელისუფლებამ ავტორიტეტული სამედიცინო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით კონსილიუმი მოიწვიოს და გაარკვიოს, რაშია საქმე. წინასწარ განაცხადოს, რომ ამ კონსილიუმის დასკვნას ითვალისწინებს. გამოვიდა ვიღაც მდინარაძე, შორიდან გახედა დურბინდით და თქვა – სიმულანტია ეს – ამაზე ვისაუბროთ?“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გარდა ამისა, უსუფაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

მისი თქმით, დღეს საქართველოში არის მდგომარეობა, როდესაც „ბავშვებს ჩაბარებული აქვთ თვითმფრინავის საჭე, რომელსაც საქართველოს ჰქვია, ბავშვები კი ერთობიან“.

„ივნისში კანდიდატის სტატუსის არმოცემა იყო ყვითელი ბარათი – მეგობრებო, აქ თუ გინდათ მოსვლა, ამას ასე კი არ უნდა აკეთებდეთ, სხვანაირად უნდა გააკეთოთ. მაგრამ აგრძელებენ ისეთივე ქმედებებს. ევროპარლამენტის რეზოლუცია, როდესაც ყვითელი ბარათიდან 6 თვეა გასული, ნიშნავს იმას, რომ ჭკუა კი არ ისწავლა ვინმემ, პირიქით, აგრძელებს იმავე ქმედებებს. ერთადერთი ახსნა აქვს ამას, რომ სინამდვილეში იქ მისვლა არ გინდა, გიხარია წითელ ბარათს თუ გაჩვენებენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





Губернаторы России
Москва

Собянин: Москва и Пекин подписали программу сотрудничества на 2024-2026 годы





Москва

За прошедшую неделю подмосковные росгвардейцы обеспечили безопасность более 200 мероприятий


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва и Пекин подписали программу сотрудничества на 2024-2026 годы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: «Волшебные башмачки Элли» - эта постановка создана по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча

В УФСИН России по Республике Дагестан прошли лично-командные соревнования по легкой атлетике

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады


Людмила Самсонова

Теннисистка Самсонова вышла в финал турнира в Хертогенбосхе



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России