კასპის სოფელ ნოსტეში რძლის მკვლელობის ბრალდებით, მაზლი დააკავეს
![კასპის სოფელ ნოსტეში რძლის მკვლელობის ბრალდებით, მაზლი დააკავეს](https://gdb.rferl.org/001FEEDA-6DF0-40E4-8E85-66F9DA5F5BFB_w800_h450.jpg)
73 წლის ქალი მოკლეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში. პოლიციამ 83 წლის კაცი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება ძმის ცოლის მკვლელობა. სოფელში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს.