ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგი ვიზიტი ბრიუსელში გაიმართება
![ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგი ვიზიტი ბრიუსელში გაიმართება](https://gdb.rferl.org/034d0000-0aff-0242-b170-08dae439d62e_w800_h450.jpg)
აშშ-ში სტუმრობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში, ევროკავშირში მიიწვიეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თანახმად, უკრაინელი სტუმარი ბრიუსელში თებერვალში ჩავა. მიშელის თქმით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება 3 თებერვალს.
ზელენსკიმ, თავის ქვეყანაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, არაერთ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სხვათა შორის გერმანიაში „დიდი შვიდიანის“ სამიტსაც მიმართა, მაგრამ ეს შეხვედრები ონლაინ რეჟიმში შედგა.
აშშ-დან უკრაინაში დაბრუნებისას, ზელენსკიმ პოლონეთში გამოიარა. სოციალური ქსელით გავრცელებულ ცნობაში ზელენსკი წერს, რომ „უკრაინის მეგობრებს“ შეხვდა. ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ ხვდებიან მას აეროპორტზე პოლონეთის ოფიციალური პირები. ის და პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ერთმანეთს გადაეხვივნენ, მიესალმნენ და დასხდნენ მოსალაპარაკებლად.