Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2022

უკრაინამ გაეროს წევრ ქვეყნებს მიმართა არალეგიტიმურად აღიარონ ორგანიზაციაში რუსეთის ყოფნა

0
უკრაინამ გაეროს წევრ ქვეყნებს მიმართა არალეგიტიმურად აღიარონ ორგანიზაციაში რუსეთის ყოფნა

უკრაინამ გაეროს წევრ ქვეყნებს მიმართა, განიხილონ ორგანიზაციაში რუსეთის შემდგომი ყოფნის და უშიშროების საბჭოში მისი მუდმივი წევრობის ლეგიტიმურობის საკითხი. თავად უკრაინა მიიჩნევს, რომ რუსეთი წესდების დარღვევით გახდა გაეროს წევრი და წესდებას დღესაც უხეშად არღვევს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მოუგვარებელია სტატუსი, რომლითაც რუსეთი სარგებლობს 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სავარძელი დაიკავა გაეროს წესდებით დადგენილი პროცედურებისთვის გვერდის ავლით, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მიერ გაეროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი უბრალო წერილის საფუძველზე. უკრაინა ყურადღებას ამახვილებს, რომ გაეროს წესდების იმ მუხლში, სადაც ჩამოთვლილია უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, იურიდიული და პოლიტიკური თვალსაზრისით არსებობს მხოლოდ ერთი დასკვნა - რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში საბჭოთა კავშირის ადგილის უზურპატორია.

კიევის განცხადებითვე, გაეროს წევრად ქვეყანას უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით იღებს გენერალური ასამბლეა, რუსეთის შემთხვევაში კი, ეს პროცედურა არ ყოფილა და ორგანიზაციაში რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე მიიღეს სხვა ქვეყნების მდუმარე თანხმობით.

უკრაინის პოზიციაა, რომ რუსეთი გაეროს წევრი არ უნდა იყოს იმიტომაც, რომ წესდების მიხედვით, ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლია მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საუბარია რუსეთის სამხედრო აგრესიასა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაზე 2014 და 2022 წლებში. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ რუსეთი წლებია აგრესიას და ოკუპაციას ახორციელებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. მათ შორის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასახელებს რუსეთის ქმედებებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბაღში. განცხადებაში საუბარია იმ ფაქტებზეც, როცა რუსეთი არ ასრულებს გაეროს რეზოლუციებს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, რომელთა აღსრულებას რუსეთი ბლოკავს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით გარანტირებული ვეტოს უფლებით.

კიევი მიიჩნევს, რომ გაეროში რუსეთის წევრობა არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს, რუსეთის ფედერაციამ წევრობისთვის უნდა გაიაროს ისეთივე საერთაშორისო-სამართლებრივი პროცედურა, როგორიც სხვა ქვეყნებმა და ამასთან, გაეროში რუსეთის დაბრუნება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ წევრობის კრიტერიუმების დაცვის შემთხვევაში.





Губернаторы России
Москва

Собянин: Уровень безработицы в Москве будет снижен до 1,2 процента к 2030 году





Москва

Витаводород — живая мыслящая материя, основа жизни на Земле


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о масштабной программе празднования Дня молодежи в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Элвис Пресли

Певец Лев Лещенко вспомнил, как служил в Германии в одни годы с Элвисом Пресли




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Новичок ярославского «Локомотива» сыграет в гала-матче в Москве

В Димитровграде проводят чемпионат России по парусному спорту в классе «микро»

В Москве пройдет групповая шоссейная велогонка Cyclingrace Столица. Старт состоится 6 июля


Уимблдон

Россиянка Эрика Андреева вышла в финал квалификации Уимблдона



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Прохождение элитного подземелья «Лесной алтарь» в Tarisland



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России