Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2022

ზაზა ფირალიშვილი: „ოცნებამ“ შექმნა მარტივი მოდელი: თავად სიკეთეს განასახიერებს, „ნაცმოძრაობა“ – აბსოლუტურ ბოროტებას

0

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში რა შედეგებით და რა პრობლემებით სრულდება 2022 წელი და 2023 წელს რა საშინაო და საგარეო პრობლემებით ხვდება ქვეყანა, „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

 ბატონო ზაზა, რადგან წელი სრულდება და ახლა სწორედ ის დროა, შევეცადოთ 2022 წლის შეჯამებას. ვიცი რთული და დიდი თემაა, მაგრამ, რადგანაც ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში ეკონომიკური და სოციალური მიღწევებით ხშირად ამაყობს, მოდით საუბარი საშინაო პოლიტიკაში ვითარებით დავიწყოთ.

რამდენად წარმატებული იყო 2022 წელს ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა?

თუ უფლებას მომცემთ, თავიდან რამდენიმე ზოგად თემას შევეხები.

-2022 წელი იმდენად ბობოქარი აღმოჩნდა, რომ მის გაანალიზებას ათწლეულები დასჭირდება. წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ დანამდვილებით რა შედეგები მოჰყვება რუსეთ-უკრაინის ომს. ცხადია, შეგვიძლია ტენდენციებზე ვისაუბროთ. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას და ამას ხშირად ამბობენ – სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც ომამდე იყო.

ომებს ერთი ბოროტი ხიბლი აქვს. საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჩნდება ილუზია, რომ, ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როდესაც ყველა პრობლემა ერთი ხელის დაკვრით უნდა გადაიჭრას. ცნობილია, რომ პირველ მსოფლიო ომს მრავალი ევროპელი ინტელექტუალი ენთუზიაზმით შეხვდა

პუტინმა და მისმა გარემოცვამ სწორედ სამყაროს „რუსული განახლების“ პათოსით დაიწყეს ომი. მათაც ჰიტლერივით დაიჯერეს, რომ დასავლეთის ქვეყნები ფუფუნებასა და უზნეობაში არიან ჩაძირულები და კომფორტის შესანარჩუნებლად იოლად დათმობდნენ ყველაფერს.

არადა, ნებისმიერმა გამოცდილმა ბანდიტმა იცის ის, რაც არ სცოდნია პუტინს: მეტოქე კედელთან ისე არ უნდა მიაყენო, რომ უკან დასახევი არ ჰქონდეს და რომ ძალის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება, თორემ ერთხელ თუ გიპასუხეს, ამას პასუხების ზვავი შეიძლება მოჰყვეს.

ომს წინ რუსეთის მოსახლეობის საკმაოდ ხანგრძლივი ფსიქოლოგიური მომზადება უძღოდა და დასავლეთში თითქოს ახლაღა აღმოაჩინეს ეს. პუტინმა, ამ მწირი განათლებისა და კულტურის მქონე ადამიანმა, მსოფლიოს უდიდესი ქონებისა და ხელშეუხები ძალაუფლების მოპოვების შემდეგ მიიჩნია, რომ ზეციური ძალების რჩეული იყო და კიდევ უფრო დიდი სიმაღლეებისათვის შეეძლო მიეღწია. რას იზამ?! დიდმა ქონებამ ასეთი ილუზიები იცის.

სამწუხაროდ, „ცივი ომის“ შემდგომი დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ბატონობდა აზრი, რომ ლიბერალურ თეზას და ეკონომიკურ განვითარებას რუსეთის და არა მხოლოდ რუსეთის„მოთვინიერება“ და დაშოშმინება შეეძლო. ეს გათვლაც მცდარი აღმოჩნდა.

მოკლედ, დღევანდელი ომი ამ ორმხრივმა ილუზიებმა შვა.

რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, მე ეკონომისტი არ გახლავართ და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში რაიმე მკვეთრ ყოფით ცვლილებებს ვერ ვხედავ, თუ პენსიების სიმბოლურ გაზრდას არ გავიხსენებთ. ეკონომიკის ორნიშნა ზრდას მოქალაქისათვის შედეგი არ მოჰყოლია.

ვიმეორებ, რომ ეკონომისტი არა ვარ, მაგრამ ეკონომიკის ზრდასა და ლარის გამყარებასთან ერთად ცხოვრების გაძვირება, ჩემი აზრით, აშკარას ხდის, რომ ამ ზრდაში რაღაც არ არის წესრიგში.

შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე საპროგრამო დოკუმენტში მოიძებნება სოციალური პოლიტიკის ერთგვარი კონტურები. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: პენსიონერები, ომის ვეტერანები და ა.შ.

ამ ხელისუფლების პირობებშიც კვლავ ერთგვარი „ზედმეტი ტვირთის“ მდგომარეობაში არიან, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგების ხელფასი არ აღემატება არაკვალიფიციური საქმით დაკავებულთა შემოსავალს. მათ მიმართ ყურადღება უფრო სიმბოლურია, ვიდრე რეალური. ამ დროს გავიხსენოთ, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო სახელმწიფო მოხელეთა კეთილდღეობაზე.

– რადგან საშინაო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, 2022 წელს რამდენად წარმატებული იყო ხელისუფლების ურთიერთობა საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან?

– წელს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ის, რაც ადრეც შეიმჩნეოდა. ხელისუფლების ურთიერთობა საზოგადოებასთან სულ უფრო და უფრო „ხალხურ“ ხასიათს ატარებს, ზოგჯერ კი, თითქოს საგანგებოდ, თუ შეიძლება ითქვას, ქტონური ფსიქოლოგიური ფენების გაღვიძებისკენ არის მიმართული.

ხელისუფლება და მისი სატელიტები პირდაპირ თუ ირიბად სულ უფრო და უფრო აპელირებენ რაციონალისტურ კოლექტიურ შიშებზე, ფსევდოპათეტიკურ პატრიოტიზმსა და რელიგიურობაზე. როგორც ჩანს, პუტინისტური პროპაგანდის ქვაკუთხედი – ე.წ. глубинный народ-ის კონცეფცია ჩვენი ხელისუფლების პოლიტტექნოლოგებისთვისაც არ არის უცხო.

ის თანამედროვე რუსმა პოლიტიკოსმა, პოლიტოლოგმა და პუტინის თანამებრძოლმა ვლადისლავ სურკოვმა შეიმუშავა და გულისხმობს იმ შრეს საზოგადოების ფსიქოლოგიისა, რომელიც ირაციონალური შიშების, იმედების, პათეტიკური ნაციონალიზმისა და ამორფული რელიგიურობის „ადგილია.“

ამ შრისათვის სამყარო ორ მარტივ შეურიგებელ ნაწილად – კეთილად და ბოროტად – იყოფა და აბსოლუტური კომპეტენციის მქონე „მამის“ მუდმივი მოლოდინია. ცხადია, ეს არ არის ახალი ხერხი, ეგ არის, პუტინმა – ჰიტლერისა და სხვათა მსგავსად – მის გამოყენებას უკიდურესად საშიშ სახე მისცა. წარმატებული მეზობლის მიმართ რუსეთისათვის ტრადიციულ შურს და გაღიზიანებას მან „რუსული სულიერება,“ „რუსული სამყარო“ და სამყაროს ზნეობრივი გადარჩენისთვის ბრძოლა დაარქვა.

რაც უფრო ინფანტილურია საზოგადოება, მით მეტია მასში ამ ფსიქოლოგიური წიაღის გავლენა და მით უფრო იოლია მისი კოლექტიური არქეტიპებით, შიშებითა და იმედებით მანიპულირება. აქ, ამ ფსიქოლოგიურ დონეზე ერთ ადამიანში შეიძლება ენთუზიაზმით იყოს გაერთიანებული პუტინიზმი და გამსახურდიას მომხრეობა, სტალინიზმი და მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა და ბანალური ჰომეინიზმი, ევროპის მიმართ ზიზღი და დასავლური კომფორტის სიყვარული და ა.შ.

ამ ფსიქოლოგიური შრის გასაღვიძებლად პუტინისტურმა პროპაგანდამ ერთი ძალზე ქმედითი იარაღი მოიმარჯვა. აცხადებენ, რომ დასავლეთი, თურმე, ადამიანებს თავისი სქესობრივი იდენტობის დათმობას აიძულებს და ამით ანთროპოლოგიური კატასტროფით ემუქრება მთელ სამყაროს. ეს ხერხი ქმედითი აღმოჩნდა ჩვენშიაც.

თანაც, ქართველი კაცის ხასიათში არის ერთი ნიშანი, რომლითაც ულმობლად სარგებლობენ პოლიტიკური დემაგოგები. ის უნდა დაარწმუნო, რომ სამყაროს დანგრევა ემუქრება და რომ სწორედ მას, უბრალო კაცს შეუძლია ამ სამყაროს გადარჩენა და რომ მას, როგორც პიროვნებას, ამით უზენაესი დანიშნულება ეძლევა. თუ ამას შეძლებ და პასუხად ქვეყნის გადასარჩენად მომართულ ინდივიდთა ერთობლიობას მიიღებ.

ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად იოლია ამგვარი ინდივიდების სიმრავლის მიღება, თუ მათ მიანიშნებ, რომ პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვებით ქვეყანას ანთროპოლოგიური კატასტროფა და ზნეობრივი განადგურება ემუქრება.

სახელისუფლებო და მისი სატელიტების პროპაგანდამ შექმნა„ნაცებად“ და „ქოცებად“ დაყოფილი სამყაროს მარტივი და იოლად აღქმადი მოდელი და ყველაფერს ამ მოდელის ჩარჩოებში სვამენ დასავლურ პოლიტიკურ ცხოვრებასაც კი. ხელისუფლების მიმართ ყოველგვარი პროტესტი ბოროტ პოლუსს – „ნაცებს“ – მიეწერება, მათთან დაკავშირებულ დასავლელ მოღვაწეებს, მართლმადიდებლობასთან და ქართულ კულტურასთან ბრძოლას ა.შ.

ნებისმიერი პროტესტი უტიფრად უნდა მიაბა „ნაცმოძრაობას“ და ამით პროტესტის შინაარსი ნაცების პოლიტიკურ დემარშად წარმოადგინო. ირაციონალური კოლექტიური შიშების გაღვივებისაკენ არის მიმართული კითხვაც: ომი გინდათ? ეკლესიის განადგურება გინდათ? ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა გინდათ? გეშინიათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად არ განვითარდეს? ამ კითხვის ავტორებმა იციან, რომ ინფორმაციულ ქაოსში მოქცეული გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ამ კითხვებს რაციონალიზმის პრიზმაში არ ატარებს.

პროდასავლური ოპოზიცია ვერ გრძნობს, რომ ასეთ მარტივ და ცხად კითხვებზე მათ მიერ გაცემული, თუნდაც, დასაბუთებული პასუხი ვერასოდეს იქონიებს იმავე გავლენას, რაც ამ კითხვებს აქვს, ომის, რწმენის შელახვის, იდენტობის დაკარგვის, სიღატაკისა და სხვათა მიმართ ირაციონალური შიშების გაღვიძებისკენ რომ არის მიმართული. მას თავისი ტრადიციული სენი, ელიტიზმი არ აძლევთ საშუალებას, მეტად გაიგონ ის საზოგადოება, რომელსაც უნდა ემსახურონ. მოკლედ რომ ვთქვა, „ოცნებამ“ შექმნა მარტივი და იოლად აღქმადი მოდელი: თავად სიკეთეს განასახიერებს, „ნაცმოძრაობა“ – აბსოლუტურ ბოროტებას. დღეს სიკეთეს ბოროტების ლიდერი ციხეში ჰყავს გამომწყვდეული, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახეა ნახსენები ფსიქოლოგიური წიაღისათვის.ეს უკანასკნელი ამას აღიქვამს, როგორც ხელისუფლების ძლევამოსილების სიმბოლოს, თუმცა ისიც ცხადია, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებად.

ოპოზიცია ცდილობს, მთლიანად თვითონ მოახვიოს უბრალო მოქალაქეს თავს პოლიტიკური დღის წესრიგიც და პრიორიტეტებიც იმის გააზრების გარეშე, თუ რის მიმართაა მგრძნობიარე ეს უკანასკნელი.

ჰოდა, შედეგად ვიღებთ „მასობრივ“ აქციებს, რომლებსაც რამდენიმე ასეული, უკეთეს შემთხვევაში, ათასეული ადამიანი თუ ესწრება. არადა, საპროტესტო მუხტი რომ არსებობს და რომ პუტინიზმსაც ჩვენში საზოგადოებრივი მხარდაჭერა არა აქვს, ეს უკვე რამდენჯერმე დადასტურდა.

ამას დავუმატოთ იმ კონკრეტული ადამიანების ოპოზიციური აქტიურობაც, ვისაც თავად ედებოდათ ბრალი ყველაფერ იმაში, რაშიც დღეს ხელისუფლებას სდებენ ბრალს.

ვრცლად





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая





Москва

За прошедшую неделю подмосковные росгвардейцы обеспечили безопасность более 200 мероприятий


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: Учащиеся Гурульбинской школы восхитились мастерством жонглирования, игрой с хула-хупами, иллюзионистами цирка Бурятии




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы

Красногорск первым встретил участников международного супермарафона Москва-Минск

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады


Людмила Самсонова

Самсонова поддержала Андрееску после победы над ней в финале турнира в Хертогенбосхе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В УФСИН России по Республике Дагестан прошли лично-командные соревнования по легкой атлетике



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России