Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2023

7 ნაკლებად ცნობილი პერსონაჟი ქართული ზღაპრებიდან

0
ნაცარქექია ან კომბლე ყველამ კარგად იცის, არადა, ქართულ ზღაპრებში კიდევ ბევრი პერსონაჟია, განსაკუთრებული ისტორიებით და სიმბოლიზმით. მწერალი ნატო დავითაშვილი, რომელიც ქართულ მითოსსა და ფოლკლორზე მუშაობს, რადიო თავისუფლებას რამდენიმე მათგანზე უყვება.

 

კახანი

ეს პერსონაჟი წმინდა გიორგის ჰგავს. კახანი ახალგაზრდა ბიჭია, რომლის სოფელსაც გველეშაპი დაეპატრონება. გველეშაპს ვერავინ უახლოვდება. ის იმდენად დიდია, რომ მასზე ასასვლელად სამი კიბე სჭირდებათ.


კახანი გველეშაპს კუდიდან მოუვლის, ზურგზე მოექცევა და ასე მოკლავს.


მარიამ მკურნალი

მარიამ მკურნალი ღვთაებაა, რომელსაც ზესკნელში ადამიანის სიცოცხლის ძაფები აბარია. ის ამ ძაფებს შორის დადის და გაცრეცილებს ერთმანეთზე აბამს, აახლებს.


ამ მითში მარიამ მკურნალი ღვთისმშობლის სიმბოლოდ მიიჩნევა.


აღმაშენებელი და უცნაური მოხუცი

ბევრი თქმულებაა შემონახული მეფეებზე, რომლებიც ხალხს განსაკუთრებით უყვარდა. ერთ-ერთი მათგანი დავით აღმაშენებელს ეხება.


თქმულება გვიამბობს, რომ გელათის მშენებლობისას მეფე ტაძრიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. გამოჯანმრთელება მხოლოდ ერთი მოხუცის რჩევის შემდეგ შეძლო, რომელიც მეფის სასახლეში თითქოსდა შემთხვევით აღმოჩნდა.


უცნობი, რომელიც საჭირო დროს არსაიდან მოდის და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალს პოულობს, ღვთაებრივი ძალების სიმბოლოა. ადამიანებს ისინი მოკვდავი არსებების - მოხუცის ან გლახაკის სახით ეცხადებიან. ეს ადამიანებისთვის გამოცდაა. თუ უპოვარს ღირსეულად მიიღებენ, სასწაულსაც დაიმსახურებენ.


ამირანის ნათლია

ამირანი და ქრისტე ერთმანეთს ზღაპრის თავსა და ბოლოში ხვდებიან.  ქრისტე აქაც გლახაკის სახით მოდის დედამიწაზე, ამირანის მამობილს მიადგება და ბავშვის მონათვლას ითხოვს. ამის შემდეგ ამირანის მომრევი ქვეყანაზე არავინაა, სანამ ისევ ქრისტე არ შემოხვდება გზაზე და მასთან შერკინებას არ გადაწყვეტს.


ქრისტე მიწაში ჩაარჭობს ჯოხს, რომელიც მთელ დედამიწაზე გაიდგამს ფესვებს. ამირანმა ჯოხი უნდა ამოაძროს, მაგრამ არ გამოსდის - მისი ამოცანა გადაუჭრელია, ის ცდილობს ასწიოს დედამიწა, რომელზეც თვითონ დგას. ის საკუთარი თავის ხელში აყვანას ცდილობს...


ნახევრად ცოცხალი

ქართული ზღაპრების კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია მეფის შვილი - ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დღე მკვდარი წევს, ღამე კი ცოცხლდება. ნახევარი ადამიანი, ნახევარი ცხოვრებით და წყევლით, რომლისგანაც მხოლოდ შეყვარებული ადამიანის თავდადება თუ გაათავისუფლებს. ჯადოს მოსახსნელად მიწიდან ზესკნელში ასვლაა საჭირო და იქიდან რამე ღვთაებრივი საგნის წამოღება. ამ ზღაპარში ასეთი საგანი მზის ნაბანი წყალია, სხვა ზღაპრებში ეს შესაძლოა უკვდავების ვაშლი იყოს.


ყურშა

ყურშა მფრინავი ძაღლია. ის ორბის დადებული იაგუნდის კვერცხიდან იჩეკება. მონადირეები ოცნებობენ, რომ ყურშა მათი ძაღლი გახდეს, რადგან რასაც ის დაედევნება, ყველაფერს იჭერს. მითის მიხედვით, ყურშა ათასში ერთხელ ჩნდება და მაშინაც ორბი ცდილობს კვერცხი თავად გაანადგუროს. მაგრამ ხანდახან იაგუნდის კვერცხი მთელი რჩება და ყურშას ამბავიც იწყება.


მესეფეები

მესეფეები ზღვაში ცხოვრობენ. წელიწადში რამდენჯერმე ზღვიდან სამი კაცი და სამი ქალი ამოდის. თუ პირველები კაცები ამოვიდნენ, იმ წელს ცუდი ამინდები იქნება, თუ ქალები - კარგი. მესეფეებს არეული ეზოები ეჯავრებათ, ამიტომ თუ ეზოებში რამე უადგილოდ აგდია, უკან გაბრუნებისას ხელს გააყოლებენ ხოლმე. ამბობენ, რომ ქარიშხლის დროს ზღვიდან გამორიყული ხარახურა სწორედ ის ნივთებია, რომლებიც მესეფეებმა ეზოებიდან წამოკრიფეს.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России