ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე: 28 საპროტესტო აქცია გაიმართა… ის, რომ არაფერი არ გავაკეთეთ, არ მივიღებ ამ შენიშვნას
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ არ მიიღებს შენიშვნას, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად არაფერი გააკეთა.
მელიას თქმით, სააკაშვილის მხარდასაჭერად 28 საპროტესტო აქცია გაიმართა.
„28 საპროტესტო აქცია გაიმართა და სამწუხაროდ, უშედეგო. უშედეგო იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პატიმარი, სამწუხაროდ. ის, რომ არ ვეცადეთ, ის, რომ არაფერი არ გავაკეთეთ, არ მივიღებ მე ამ შენიშვნას არასოდეს და საზოგადოებამ გადაწყვიტოს“, – აღნიშნა მელიამ

