Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

ბრეგაძე სააკაშვილზე: ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა კატეგორიულად მიუღებელია

0
ბრეგაძე სააკაშვილზე: ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა კატეგორიულად მიუღებელია

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის მოთხოვნას ბრიფინგზე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე. მან ეს საკითხი კამპანიად შეაფასა და სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანებაზე ილაპარაკა. 

„პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის, როგორც ყველას კარგად მოეხსენება, არახალია. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისინი კერძო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ადამიანის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზებას და ამ საკითხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან.

ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება.

ზემოაღნიშნული კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე, მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან, გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი", - თქვა რატი ბრეგაძემ

იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილი უარს აცხადებს პარენტერალურ კვებაზე. 

„მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები.

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება, არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.

პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, მოგეხსენებათ, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. ხოლო, ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის კატეგორიულად არის მიუღებელი", - განაცხადა ბრეგაძემ. 

მინისტრის თქმით, პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც, მისი აზრით, „პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფორმით, თვითდაზიანების წახალისებისა და მხარდაჭერით, აქტიურად არის დაკავებული".

რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის, მის მიერ სამედიცინო დანიშუნლების შეუსრულებლობაზე.

დღეს, 1 თებერვალს, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. მისი სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე მან რამდენიმეწინადადებიანი მიმართვა წაიკითხა.

თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად, ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა მაისური აიწია.

როგორც კომპიუტერის ეკრანზე ჩანდა, მოსამართლემ ვიდეოგამოსახულების ფანჯარა ჩახურა, სააკაშვილის კი მიმართა, რომ ჩაეცვა. რამდენიმე წამში მოსამართლემ ვიდეოგამოსახულების ფანჯარა კვლავ გახსნა, თუმცა იმ მომენტისთვის მხოლოდ ჩაბნელებული ეკრანი ჩანდა. სხდომა სააკაშვილის ადვოკატის თანხმობით, მოწმის გამოკითხვით გაგრძელდა.

31 იანვარს ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკამ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზა და ელოდება, როდის გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ამერიკელ იურისტებთან ერთად მუშაობენ სიაზე, რომელსაც შემდეგ "მაგნიტსკის აქტის" ავტორს, ბილ ბრაუდერს, გადაუგზავნიან. ამ სიაში შევლენ ისინი, ვინც პატიმრობის დროს აფერხებდა ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის სავარაუდო მოწამვლასა და წამებაში.





Губернаторы России
Москва

Собянин: Судоверфь в районе Нагатинский Затон заработает в конце года





Москва

Москву и Санкт-Петербург назвали лучшими городами для подработки


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о внедрении ЕМИАС в федеральных и региональных медучреждениях



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Каков скандал. Катя Гордон режет правду матку про Анастасию Волочкову




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Сотрудники Росгвардии на комплексе Байконур приняли участие в спортивном мероприятии «Наследники Победы»

Полина Гагарина — про уход на пенсию и особые способности Сергея Лазарева

Заместитель директора Росгвардии генерал-полковник Алексей Воробьев поприветствовал участников патриотического конкурса в Центре спорта и образования «Самбо-70»


Стефанос Циципас

Паула Бадос и Стефанос Циципас расстались | Виды спорта



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Гуманитарная миссия ЧВК "Вагнер": жители ЦАР благодарят за продукты



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России