Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

აბაშიძე ადასტურებს კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტიკურობას: „სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი"

0
აბაშიძე ადასტურებს კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტიკურობას: „სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძე ადასტურებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას.

აბაშიძე-კარასინის საუბარი დღეს, 1 თებერვალს Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა.

Cyber Kmara-ს Youtube-არხზე გამოქვეყნებულ აუდოჩანაწერში აბაშიძე და კარასინი გულთბილი მოკითხვის შემდეგ, ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ ლაპარაკობენ. ამ თემაზე საუბარი კარასინმა წამოიწყო და როგორც საუბრიდან ირკვევა, საქმეში უკეთ ჩახედულმა ზურაბ აბაშიძემ მას განუმარტა, რომ ზემო ლარსის მიმართულებით მიმდინარეობს პარალელური მაგისტრალის მშენებლობა.

კარასინი: ზურაბ ირაკლიევიჩ, მოგესალმებით!

აბაშიძე: მოგესალმები!

კარასინი: ვიმედოვნებ ჯანმრთელად ხარ.

აბაშიძე: ყველაფერი ნორმალურადაა. ყველაფერი კარგად არის.

კარასინი: მადლობა ღმერთს.

აბაშიძე: როგორ მიდის ცხოვრება? როგორ არის ოჯახი?

კარასინი: არა უშავს, აქტიურად. ოჯახი ნორმალურად არის, მადლობა ღმერთს.

აბაშიძე: ძალიან კარგი.

კარასინი: მე იცი რის გამო ვრეკავ, მე მქონდა დეტალური საუბარი ჩვენს ტრანსპორტის სამინისტროსთან, ხელმძღვანელობასთან. მინდა, რომ შენც იყო საქმის კურსში. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ბოლო კომუნიკაციებით, რომლებიც პროდუქტიული იყო. აჩვენეს [პრობლემების] გადაწყვეტის მიმართ ორმხრივი დაინტერესება, ნაწილობრივ ზემო ლარსი ფიგურირებს და არის სხვა პრობლემები. უფრო მეტიც, მათ სურთ ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ. მიუხედავად იმისა, ტრანსპორტთან დაკავშირებული ვითარება გამწვავდება თუ არა, სულერთია, წარმოიშობა კონკრეტული პრობლემები. კიდეც მიმანიშნეს, რომ პერსპექტივაში არის რაღაც გეგმა, რაღაც ახალი დერეფნის მშენებლობის, რომელიც თქვენ და ჩვენ დაგვაკავშირებდა.

აბაშიძე: ეს სად არის?

კარასინი: არ ვიცი. რუკა არ გვქონდა ხელთ. კრასნოდარის მხარიდან პირდაპირ ტერიტორიაზე, რაღაც ადგილია, პირობითად ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის მარცხნივ. კარგად არ მესმის რა არის ეს.

აბაშიძე: ვერ გავიგე, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც წელიწად-ნახევარში დასრულდება.

კარასინი: ეს რა არის?

აბაშიძე: უზარმაზარი, მოქმედი გზის პარალელური მაგისტრალი, ლარსის მიმართულებით. გვირაბები, გზები...

კარასინი: ეს რეკონსტრუქციაა იმის, რაც უკვე არის. მოდერნიზაცია.

აბაშიძე: არა. ის, რაც არის, დარჩება და პარალელურად შენდება.

კარასინი: გარკვეულ დისტანციაზე.

აბაშიძე: გარკვეულ დისტანციაზე. შემდეგ გამოჩნდება, სად გადაადგილდება ტვირთები, მსუბუქი ავტომანქანები...

კარასინი: შენ უფრო ჩახედული ხარ, ვიდრე მე.

აბაშიძე: ჩვენ ამაზე ადრე ვლაპარაკობდით. როდესაც ეს ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო. ახლა ეს მიდის მთლიანად. იქ გვირაბი იქნება ცხრა კილომეტრამდე. ყველაზე გრძელი კავკასიაში.

კარასინი: ჩანს, მათ ეს ჰქონდათ მხედველობაში.

აბაშიძე: ალბათ, კი. და თქვენთან, იქით მხარეს, ლარსთან მიმდინარეობს რეკონსტრუქცია.

კარასინი: საქმე ის არის, რომ ისინი მზად არიან ჩვენს მხარეს ააშენონ საკმაოდ ვრცელი მისასვლელი სისტემა.

აბაშიძე: კი, კი, კი.

კარასინი: მე მხოლოდ მინდოდა შენ ეს გცოდნოდა...

აუდიოჩანაწერის მიხედვით, აბაშიძესა და კარასინს მხედველობაში ჰქონდათ ქვეშეთი-კობის გზაზე მიმდინარე მშენებლობა. ის მოიცავს 2-ზოლიან ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ გზას, 6 ხიდსა და 5 გვირაბს, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი იქნება. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია ორ ლოტად.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებენ.

ზურაბ აბაშიძემ „პირველ არხს" დაუდასტურა, რომ ჩანაწერი ავტენტურია. „ორჯერ მოვისმინე ჩანაწერი, ავთენტური საუბარია და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი", - აღნიშნა აბაშიძემ. მისი თქმით, გრიგორი კარასინს ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში ელაპარაკა.

„ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა, ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი. ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა. ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი ამაზე ვსაუბრობდით.

ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.

რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე, სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, - თქვა „პირველ არხთან" ზურაბ აბაშიძემ.

2022 წლის მაისში ზურაბ აბაშიძე აცხადებდა, რომ კარასინთან განიხილა ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილი ვითარება.

ქვეშეთი-კობის გზაზე მიმდინარე მშენებლობის საკითხს გასული წლის სექტემბერში შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს მდივანი“ სერგეი შამბა. ბიჭვინთის აგარაკის თემაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იცვლება“.

„ხედავთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება იცვლება, გვირაბის მშენებლობას აპირებენ, (ქვეშეთი-კობის გვირაბი, საქართველოს ტერიტორიაზე. რედ.) რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებას, აფართოებენ ზემო ლარსზე გამშვებ შესაძლებლობებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტებია, თუ გსურთ სურათის მთლიანობაში დანახვა“, - განაცხადა შამბამ.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Москву и Санкт-Петербург назвали лучшими городами для подработки


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о строительстве судостроительной верфи в районе Нагатинский Затон



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Булат Окуджава

«Синий троллейбус» будет курсировать по улицам Иркутска 9 и 10 мая под песни Булата Окуджавы




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Московское "Динамо" возглавило турнирную таблицу РПЛ

Полина Гагарина — про уход на пенсию и особые способности Сергея Лазарева

Сотрудники Росгвардии на комплексе Байконур приняли участие в спортивном мероприятии «Наследники Победы»


ATP

ATP представила новые правила парного тенниса



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

28 инвестиционных проектов Туризм.РФ перешли в активную фазу реализации



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России