Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

იმედის ხელოვნების უმაღლეს ფორმა - Pop-Street-Art-ის იტალიელი პიონერი ბუჩასა და ირპენში

0
იმედის ხელოვნების უმაღლეს ფორმა - Pop-Street-Art-ის იტალიელი პიონერი ბუჩასა და ირპენში

Tvboy-მ უკრაინაში, კიევის მახლობლად, ადრე უცნობ, ომით ნაიარევ ქალაქებში, ბუჩასა და ირპენში შექმნა იმედის, მშვიდობისა და თავისუფლების გზავნილების შემცველი კედლის მხატვრობის ნიმუშების სერია. რუსეთის არმიას ბრალდება, რომ ამ ქალაქებში ომის დანაშაული ჩაიდინა სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ომის პირველ თვეებში.

TvBoy-ს სინამდვილეში სალვატორ ბენინტენდე ჰქვია, დაიბადა პალერმოში, სიცილიელია. ის Pop-Street-Art-ის პიონერად ითვლება. 16 წლის ასაკში მან შექმნა თავისი პირველი გრაფიტი  „კრასტო“ სპრეი. 1999 წელს კი სამრეწველო დიზაინის შესწავლა დაიწყო. რამდენიმე წელიწადში ბასკეთში, ბილბაოში გადავიდა. იქ ერთი წელი ირიცხებოდა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე და შემდეგ მშობლიურ იტალიას დაუბრუნდა. როგორც ხელოვანი, ჩამოყალიბდა იტალიის ჩრდილოეთში და ბასკეთში. ცხოვრობს ორ სამხრეთევროპულ ქვეყანაში - იტალიასა და ესპანეთში.

ყოველთვის ასე თვლიდა და ახლა, უკრაინაში, ომის დროს, განსაკუთრებული ძალა აქვს მის კრედოს, რომ იმედი ხელოვნების უმაღლესი ფორმაა. ასე შეაქვს სხივი მას ომით ნაიარევ ქალაქებსა და სოფლებში.

ქალი და ბავშვი  Tvboys-ს ნახატთან, რომელზეც გამოსახულია გოგონა, რომელიც მშვიდობის სიმბოლოს ხატავს ბუჩის სკოლის კედელზე.

იტალიური ნეო-პოპის მოძრაობის წარმომადგენელმა, Tvboy-მ, რომელსაც ასეულათასობით მიმდევარი ჰყავს სოციალურ მედიაში, თავისი გამოცდილების შესახებ დაწერა: "მხოლოდ უკრაინაში ჩასვლის შემდეგ გავიგე მართლა ამ ხალხის ძალა და სიმამაცე".

ერთ გამოფენაზე მან ძველი - გადაგდებული ტელევიზორები გამოიყენა თავისი გრაფიტის შაბლონად და გაჩნდა ზედმეტსახელი - ფსევდონიმი "TvBoy", დაიბადა შესაბამისი ფიგურა. 

Tvboy-ს მიერ შექმნილი მშვიდობის მტრედი ამშვენებს კედელს ირპენში.

"ამ ომის მსხვერპლთა მიმართ პატივისცემის გამოსახატად, მინდოდა დამეტოვებინა ნიშანი იმისა, რომ კიევის, ბუჩისა და ირპენის, რუსული თავდასხმების შედეგად დაზარალებული ამ ქალაქების ქუჩებში გავიარე“, - წერს შემდგომ Tvboy. 

„მშვიდობის მტრედის“ ხატვა პირველმა პაბლო პიკასომ დაიწყო. მისი „მტრედი“, სხვათა შორის, სამშვიდობო მოძრაობის სიმბოლოდ იქცა 1949 წლის აპრილში, პარიზის მშვიდობის საერთაშორისო კონგრესის შემდეგ. ხელოვანმა თავის მეოთხე ქალიშვილს პალომა დაარქვა, რაც   ესპანურად „მტრედს“ ნიშნავს.

Tvboy-ს კიდევ ერთი კედლის ნახატი ბუჩაში ბავშვის გამოსახულებით, რომელიც ომის საწინააღმდეგო ლოზუნგს ხატავს.

"გზავნილი, რომელსაც ხელოვნების თითოეული ნამუშევარი შეიცავს, არის აღორძინებისა და იმედის გზავნილი, სურვილი იმისა, რომ კონფლიქტი დასრულდეს რაც შეიძლება მალე", დაწერა Tvboy-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.  უკრაინის თემა მისთვის ახალი არ არის, Tvboy-ს ეკუთვნის ანტისაომარ, ანტირასისტულ და ანტიდისკრიმინაციულ თემაზე შექმნილი ნამუშევრები.

ოთხი წლის ანასტასია ჰბაძავს ბუჩაში კედელზე დახატულ ბავშვს, რომელიც ცეცხლს ეფიცხება. პალერმოში დაბადებული მხატვარი ამბობს, რომ ის შთააგონა ამერიკულმა პოპ-არტმა და საზოგადოებრივ სივრცეში მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. ის ავტორია სოციალურ პრობლემატიკაზე შექმნილი ნაწარმოებებისა. მათ შორისაა ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი ნახატი სახელწოდებით: „მეტი ყვავილი, ნაკლები ავტომანქანა“, ასევე გენდერული თანასწორობისკენ მოწოდების შემცველი „ღმერთი ქალია“ და „მომავალი მდედრობითი სქესისაა“. 

გამვლელი კედლის ნახატთან, რომელზეც ასაკოვანი ქალია გამოსახული. ის ევროპის კავშირისა და უკრაინის დროშებს აკერებს ერთმანეთს. ნახატი შესრულებულია  დროებით დამხმარე სადგურთან, ე.წ. "უძლეველობის წერტილთან", რომელიც მოსახლეობას გათბობითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფს გათიშვის დროს.   

კედლის კიდევ ერთი ნახატი - მამაკაცი და პატარა ბავშვი ბუშტით - იპყრობს გამვლელი მამაკაცისა და პატარა ბავშვის ყურადღებას "უძლეველობის" კიდევ ერთი წერტილის კედელზე ბუჩის ცენტრში.

Tvboy-ს კიდევ ერთი ნახატი, რომელზეც გამოსახულია პატარა გოგონა და ჯარისკაცი ომის შედეგად დაზიანებული კულტურის სახლის კედელზე ირპენში, ქალაქში, რომელიც დაზარალდა რუსეთის შეჭრისა და ოკუპაციის შედეგად.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Пространство улиц становится комфортнее





Москва

Москву и Санкт-Петербург назвали лучшими городами для подработки


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о внедрении ЕМИАС в федеральных и региональных медучреждениях



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Кудрявцева отправила сообщение Волочковой с призывом бросить пить алкоголь




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Динамо» возглавило турнирную таблицу РПЛ после победы над «Сочи»

Сотрудники Росгвардии на комплексе Байконур приняли участие в спортивном мероприятии «Наследники Победы»

"Спартак" не сумел обыграть "Пари Нижний Новгород"


ATP

После победы в Мадриде Рублев поднялся с 8-го на 6-е место в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Сообщивший о неполадках Airbus успешно сел в аэропорту Шереметьево



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России