Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

ტრიბუნალი პუტინისა და ლუკაშენკასთვის

0
ტრიბუნალი პუტინისა და ლუკაშენკასთვის

რუსეთის უკრაინაში შეჭრის, განსაკუთრებით კი ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ სხვა ქალაქებში ჩადენილი მძიმე დანაშაულის გამოაშკარავების შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში დადგა როგორც უკრაინისათვის დახმარების აღმოჩენის, ასევე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისა და ომის დამნაშავეების გასამართლების საკითხი.

ორიოდე დღის წინ განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმაც, უფრო ადრე კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, შექმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი რუსეთის აგრესიის დანაშაულებათა გამოსაძიებლად.

„ის ომის დამნაშავეა“, - ასე დაახასიათა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა უკრაინას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის თქმით, საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი ან რუსეთის ომის დამნაშავეების გასამართლების სხვა მექანიზმი წელსვე, 2023 წელს შეიქმნება.

ამერიკელმა დიპლომატმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე მერილენდის დემოკრატი სენატორის, ბენ კარდინის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ტრიბუნალის შექმნა ომის წლისთავისთვის ვერ მოესწრება, თუმცა, მისი სიტყვებით, „ზაფხულისთვის ეს მექანიზმი უკვე იქნება“.

სენატორმა კარდინმა კითხვის დასმისას აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ომის ყველა დამნაშავე დაისჯება.

ნულანდის თქმით, შეერთებული შტატები განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას G7-ის ქვეყნებთან, საერთაშორისო პარტნიორებსა და უკრაინასთან; დაწყებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება. საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დოკუმენტურად აღწერენ ჩადენილ დანაშაულებს, რათა მექანიზმის ამოქმედების შემდეგ სათანადო მასალები მიაწოდონ ტრიბუნალს.

ომის დანაშაული

ომის წესებს ჟენევის 1949 წლის და ჰააგის 1899, 1907 წწ.-ის კონვენციები ადგენენ. ომის დროს აკრძალულ ქმედებებს ასევე განსაზღვრავს საერთაშორისო სამართლის რამდენიმე ნორმა და მრავალმხრივი შეთანხმებები.

ომის დანაშაულად იწოდება შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი ისეთი ქმედება, რომელიც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობას. ასეთი ქმედებებია:

მშვიდობიან მოქალაქეებზე განზრახ თავდასხმა

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება

ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენება

განზრახ მკვლელობა, გაუპატიურება, ან კონკრეტული ჯგუფის მასობრივი დევნა

გენოციდი

გენოციდია კონკრეტული, ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის ადამიანების განზრახ მკვლელობა, მათი განადგურების მიზნით სრულად ან ნაწილობრივ. გენოციდი გაცილებითი დიდი დანაშაულია, ვიდრე ეს ადამიანთა ჯგუფის მასობრივი მკვლელობაა.

2023 წლის 19 იანვარს ევროპარლამენტმაც მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები უზარმაზარია. მოკლული არიან ბავშვები, ქალები, კაცები; დაყოფილია ოჯახები. დანგრეული და განადგურებულია საავადმყოფოები, სახლები, სკოლები. დღეს ევროპარლამენტი გამოვიდა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის სასწრაფოდ შექმნის მოწოდებით. ომის დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ. ახლავე“, - დაწერა twitter-ში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ფოკუსირებული უნდა იყოს „სასამართლოს მექანიზმების შექმნაზე უკრაინასთან თანამშრომლობით“.

„რუსეთის ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკე ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში მოწმობს ომის სისასტიკეზე და ხაზს უსვამს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედების მნიშვნელობას“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომლის მიხედვითაც, ტრიბუნალის შექმნა შეავსებს ვაკუუმს სისხლის საერთაშორისო სამართალში და გააძლიერებს სასამართლოს საგამოძიებო ძალისხმევას.

რეზოლუციის ავტორები აღნიშნავენ, რომ სპეციალური ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არამედ ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა და რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, კერძოდ, ევროკომისიას და საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურს, მხარი დაუჭირონ დროებით პროკურატურის ინსტიტუტის შექმნას, რაც იქნება მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯი სპეციალური ტრიბუნალის მიერ უკრაინაში აგრესიის დროს დანაშაულების გამოძიებაში.

ომის დანაშაულის გამოძიება: ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო 2002 წელს შეიქმნა უმძიმესი დანაშაულების (გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, ომის დანაშაულის) დამოუკიდებლად გამოძიების მიზნით.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში შედის 100 ქვეყანა. რუსეთი და შეერთებული შტატები არ არიან სასამართლოს წევრები.

სასამართლო საქმეს იღებს იმ შემთხვევაში, თუ საქმე არ არის გამოძიებული ან არ განიხილება ეროვნული სასამართლო სისტემის მიერ.

სასამართლოს ასევე შეუძლია იმოქმედოს, თუ ქვეყანა აშკარად ცდილობს აარიდოს ეჭვმიტანილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან თუ ბრალდებული არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აღიარებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გამოძიება შეიძლება დაიწყოს სასამართლოს წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე. პროკურორს ასევე შეუძლია დაიწყოს გამოძიება საკუთარი ინიციატივით და სამი დამოუკიდებელი მოსამართლის წინასწარი თანხმობით. სასამართლოს გამოძიების დაწყების თხოვნით შეუძლია მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭომ.

 

16 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჰააგაში საერთაშორისო სამართლის აკადემიაში გამოსვლისას მიზანშეწონილად ჩათვალა ისეთი სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, რომელიც „გამოიძიებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილ დანაშაულებს“.

„ეს შეიძლება იყოს სასამართლო, რომელიც დაეყრდნობა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსს“, - თქვა ბერბოკმა და დასძინა, რომ ამგვარი სპეცტრიბუნალი შეიძლება შეივსოს „საერთაშორისო ელემენტებით“, განთავსდეს უკრაინის გარეთ, დაფინანსდეს „პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით“ და დაკომპლექტდეს „სხვადასხვა ქვეყნის პროკურორებითა და მოსამართლეებით, რათა უზრუნველყოფლი იყოს ტრიბუნალის მიუკერძოებლობა და ლეგიტიმაცია“.

მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა და Twitter-ზე დაწერა:

„ჰააგის ახალი სპეციალური ტრიბუნალი უნდა იყოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დამატება იმ შემთხვევებში, როდესაც ის ვერ იმოქმედებს სამართლებრივი ნორმების ხარვეზის გამო“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ შეუძლია სრულფასოვნად გამოიძიოს რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული და აგრესია, რადგან რუსეთს არ მოუხდენია არც სტატუტის და, მით უმეტეს, არც დანაშაულისა და აგრესიის შესახებ შესწორებების რატიფიცირება.

კოპენჰაგენის უნივერსისტეტის თანამშრომლის, გლებ ბოგუშის აზრით, ამგვარი ტრიბუნალის შექმნა აუცილებელია, რადგან ამით, პირველ რიგში, აღმოიფხვრება ხარვეზი - სასამართლოს იურისდიქციაში მოექცევა აგრესია, რომელიც დაიწყო არა 2022, არამედ 2014 წელს და, რომელიც დღემდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის მიღმა რჩება.

„რაც შეეხება უკრაინულ სისტემაში „ჩაშენებულ“ ეგრეთ წოდებულ ჰიბრიდულ ტრიბუნალს, მე არ ვარ ამ იდეის დიდი მომხრე, - ამბობს მკვლევარი, - არავინ უარყოფს უკრაინის უფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებები, მაგრამ სამხედრო აგრესიის დანაშაულის თვისება ისეთია, რომ უმჯობესია საერთაშორისო ტრიბუნალმა გამოიძიოს“.

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესიის და ომის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი უნდა შეიქმნას საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე და გაეროს გენერალური ასამბლეის მხარდაჭერით, თუმცა, სპეციალური ტრიბუნალი იოლად ვერ „შეეხება“ აგრესორი ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ფიგურას - ვლადიმირ პუტინს, რადგან მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, უცხოური სისხლის სამართლის იურისდიქციისგან იცავს საერთაშორისო იმუნიტეტი.

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი უნდა გაიცეს“, - განაცხადა კარლა დელ პონტემ, გაეროს ომის დანაშაულებათა ტრიბუნალების ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ბუჩაში აღმოჩენილი მასობრივი სამარხების გახსნის შემდეგ, თუმცა რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა, ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციის მიღმა ყოფნა, საგრძნობლად აფერმკრთალებს ყოფილი პროკურორის მუქარას.

ომის დანაშაულის დამტკიცებისას, დამნაშავეები, მათ შორის პუტინი და ლუკაშენკა, დაისჯებიან იმ შემთხვევაში, თუკი დატოვებენ თავიანთი ქვეყნების ტერიტორიას და აღმოჩნდებიან სასამართლოს წევრ რომელიმე სახელმწიფოში.

საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ დამნაშავედ ცნობილი პირის დაკავება ასევე შესაძლებელია ომში დამარცხების ან სხვა გზით ხელისუფლების შეცვლის შემთხვევებში. ომის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

ომის დანაშაულისთვის გასამართლებული სახელმწიფოს მეთაურები:

სლობოდან მილოშევიჩი - სერბეთის და იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც გადადგომის შემდეგ ჰააგის ტრიბუნალს გადასცა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებამ. ტრიბუნალი მილოშევიჩს ბრალს სდებდა გასული საუკუნის 90-იან წლებში ბოსნიაში, ხორვატიასა და კოსოვოში განხორციელებულ გენოციდსა და რიგ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. მილოშევიჩი გარდაიცვალა ჰააგის ციხეში განაჩენის გამოტანამდე.

ჩარლზ ტეილორი - ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ბრალი ედებოდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში - მათ შორის, სისასტიკით გამორჩეული ბავშვი მებრძოლების რაზმების წახალისებაში, მასობრივ მკვლელობებში, სექსუალური მონობისა და ბევრი სხვა დანაშაულის ორგანიზებაში. 2012 წელს მიესაჯა 50 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მუამარ კადაფი - ლიბიის ლიდერი, რომლის დაკავების ბრძანება გასცა სასამართლომ, თუმცა კადაფი მოკლეს ამბოხებულებმა გაუსამართლებლად.

ომარ ჰასან ალ-ბაშირი - სუდანის ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მმართველობისას, დარფურის კონფლიქტის დროს, სუდანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად დაიხოცა 200 ათასიდან 400 ათასამდე არაბი. 2009 წლის 4 მარტს საერთაშორისო სასამართლომ გასცა ალ-ბაშირის დაპატიმრების ორდერი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და სამხედრო დანაშაულების გამო. ორდერი გაუგზავნეს სუდანის მთავრობას, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი თქვა ბრალდებულის გადაცემაზე.





Губернаторы России
Москва

Собянин перечислил самые популярные виды туризма в Москве





Москва

Экзаменационный центр «Воронеж-НК» на базе Воронежского ТРЗ Желдорреммаш сертифицирует до 200 дефектоскопистов ежегодно.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин перечислил самые популярные виды туризма в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Сын Оксаны Самойловой и Джигана пожаловался на поведение старших сестер: забавное видео




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Динамо» возглавило турнирную таблицу РПЛ после победы над «Сочи»

Сотрудники Росгвардии на комплексе Байконур приняли участие в спортивном мероприятии «Наследники Победы»

"Спартак" не сумел обыграть "Пари Нижний Новгород"


Андрей Рублёв

«Титул, которым я горжусь больше всего»: Рублёв одолел Оже-Альяссима и выиграл второй турнир серии «Мастерс» в карьере



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

Seven reasons Sporting are champions of Portugal



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России