Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

„ინსულინის დეფიციტი ჩვენი შვილებისთვის სასიკვდილო განაჩენია“ - დიაბეტიანი ბავშვების მშობლები სახელმწიფოს პასუხს სთხოვენ

0
„ინსულინის დეფიციტი ჩვენი შვილებისთვის სასიკვდილო განაჩენია“ - დიაბეტიანი ბავშვების მშობლები სახელმწიფოს პასუხს სთხოვენ

თუ ჯანდაცვის სამინისტრო პირობას დაარღვევს და უახლოეს დღეებში ინსულინის ერთ-ერთი სახეობის, „ნოვორაპიდის“ დეფიციტს არ შეავსებს, ტიპი 1 დიაბეტის მქონე დაახლოებით 1500-მდე ბავშვის მშობელი ამჯერად უწყვეტი პროტესტით ისევ ქუჩაში გამოვა.

გუშინ, 2 თებერვალს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, მშობლებმა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელთან შეხვედრა მოახერხეს და პირობა მიიღეს, რომ თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოში ეს კონკრეტული ინსულინი ჩამოაქვს, თბილისში შაბათს დაეშვება. წამლის დარიგება კი ორშაბათს დაიწყება.

„ინსულინის დეფიტიცი ჩვენი შვილებისთვის სასიკვდილო განაჩენია. სახელმწიფო ბავშვებს ასე არ უნდა ექცეოდეს“, - აცხადებენ ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები.

სალომე კალანდაძის 4 წლის შვილიც ინსულინ „ნოვორაპიდს“ მოიხმარს. სალომე გვეუბნება, რომ სხვადასხვა სახის სირთულეებს დიაბეტიანი ბავშვების მშობლები ამ ქვეყანაში სულ აწყდებიან, მაგრამ ასეთი საშიში ვითარება, რაც ბოლო ერთ თვეში „ნოვორაპიდის“ დეფიციტით შეიქმნა, მას არ ახსენდება.

სწრაფი მოქმედების ინსულინი „ნოვორაპიდი“ გაქრა აფთიაქებიდანაც. მას ვეღარც ე.წ. შავ ბაზარზე იშოვი. დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლების ჯგუფებში ბოლო დროს მხოლოდ ამ წამალს ეძებენ და ითხოვენ.

რომ იშოვებოდეს, არც საკუთარი ხარჯებით ყიდვაა ადვილი, რადგან ერთი შეკვრის ფასი აფთიაქში 200-დან 300 ლარამდე ჯდება.

თუ ადრე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მშობლები წამლის სამი თვის მარაგს იღებდნენ ხოლმე, ბოლო ერთი წელია, ესეც აირია და მათ ხან ერთი თვის მარაგს აძლევდნენ, ხან კი მხოლოდ ორი კვირისას.

სალომე იხსენებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ კონკრეტული ინსულინის დეფიციტი შეიქმნა.

მშობლებს შესთავაზეს „ნოვორაპიდის“ სხვა ინსულინით, „აპიდრათი“ ჩანაცვლება, რამაც მათი პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა.

„ეს არ არის ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც მეორე ტკივილგამაყუჩებლით მარტივად ჩაანაცვლებ, - მეუბნება სალომე კალანდაძე, - ეს არის ინსულინი! ნებისმიერი ადამიანი, არასამედიცინო განათლებითაც, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია დიაბეტთან, ისიც კი გეტყვით, რომ დანაშაულია, ადამიანს უთხრა, ერთი სახის ინსულინი უცებ ჩაანაცვლო მეორე სახის ინსულინით. და მით უმეტეს, როცა საუბარი გვაქვს მცირეწლოვან ბავშვებზე“.

სალომე კალანდაძის სიტყვებით, გარდა იმისა, რომ ინსულინის მოულოდნელად შეცვლას ექიმის კონსულტაცია, მისი მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება, საჭიროა რამდენიმე კვირაც, რომ დიაბეტის მქონე პაციენტის ორგანიზმი კონკრეტულ ინსულინს შეეჩვიოს. ასე არ ხდება, რომ ერთ დღეს ერთი კონკრეტული მედიკამენტი იხმაროს და მეორე დღეს სხვა, რადგან, სალომეს თქმით, ამან, სამომავლოდ, შესაძლოა, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნას.

„იცით, რა რეალობის წინ ვდგავართ? როცა იმ ზღვრამდე მივალთ, რომ ყველანაირ მარაგს ამოვწურავთ, ჩვენს ნაყიდსაც და ნაშოვნსაც, ცხადია, მერე ვერ დავტოვებთ ჩვენს შვილებს მშივრებს, ვერ ვუყურებთ ჩვენი შვილების სიკვდილს და იძულებულები გავხდებით გავუკეთოთ სხვა ინსულინი. მაგრამ ეს ასე არ ხდება. არც ერთი ნორმალური ექიმი ამას არ გირჩევს“, - გვეუბნება სალომე კალანდაძე.

როგორც მშობლები გვიხსნიან, ინსულინ „ნოვორაპიდს“ ხმარობენ უფრო მცირეწლოვანი ბავშვები ან ისინი, ვისაც ახალი დიაბეტი აქვს. ამ პრეპარატს აქვს 0,5-ბიჯიანი კალამი, რაც ნიშნავს, რომ მისი გაკეთებისას, ბავშვის ორგანიზმში შედის 0,5 ერთეული ინსულინი - მეტი მას არ სჭირდება.

ინსულინ „აპიდრას“, რომელიც ალტერნატიულ ვარიანტად შესთავაზეს მშობლებს, აქვს მხოლოდ 1 ერთეულის ბიჯიანი კალამი, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტ ინსულინს უკეთებ ამ დროს ბავშვს. მაგრამ მშობლები აცხადებენ, რომ ეს დოზა, განსაკუთრებით პატარებს, შესაძლოა, არ სჭირდებოდეთ და ზედმეტმა ინსულინმა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია და ბავშვი ჩავარდეს კომაში.

„აპიდრაც“ (Apidra), სწრაფი მოქმედების ინსულინია და გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზრდილებსა და ბავშვებში სისხლში შაქრის მაღალი დონის გასაკონტროლებლად. თუმცა, წამლის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ უცნობია, არის თუ არა „აპიდრა“ უსაფრთხო ან ეფექტიანი ტიპი 1 დიაბეტის მქონე 4 წლამდე ასაკის ბავშვებში ან ტიპი 2 დიაბეტის მქონე ბავშვებში.

მაცაცო ასათიანის შვილი სწორედ ამ ინსულინს მოიხმარს, მაგრამ ის უკვე 16 წლისაა.

2 თებერვლის აქციაზე მაცაცოც იყო მისული. გვეუბნება, რომ მართალია დღეს ქვეყანაში „ნოვორაპიდის“ დეფიციტია, მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ხვალ ის და მისი შვილი არ დადგებიან იმავე პრობლემის წინაშე, იმიტომ რომ „ხვალ, შესაძლოა, „აპიდრა“ გახდეს დეფიციტი“:

„ჩვენ არ ვიცით ზუსტი მიზეზი, რატომ ხდება ეს, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგად სასიცოცხლო წამლის დეფიციტს ვიღებთ. და ეს არ არის დღეს გაჩენილი დეფიციტი. ასეა უკვე ერთი წელია, მარაგები შემცირებულია. ბოლო დღეებში კი მშობლებს საერთოდ უწამლოდ აბრუნებენ უკან და ეუბნებიან, რომ ინსულინი არ აქვთ“.

მშობლების მთავარ კითხვაზე, რამ გამოიწვია ეს დეფიციტი, ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს, რომ პრობლემა გაჩნდა ინსულინის კიდევ სხვა პრეპარატ „აქტრაპიდის“ გადახარჯვის გამო. რაკი ის გამოილია, დახარჯეს „ნოვორაპიდის“ მარაგი და გაჩნდა დეფიციტი.

მშობლების დასმულ კიდევ ერთ კითხვაზე, რატომ ვერ მიიღეს თავის დროზე პრევენციული ზომები, რატომ ვერ გათვალეს დოზები, მშობლებმა პასუხები ვერ მიიღეს. თუმცა მათ დაჰპირდნენ, რომ ორშაბათიდან „ნოვორაპიდის“ ინსულინის აღებას შეძლებენ, რადგან მარაგი თბილისში შაბათს ჩამოვა.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ორ კვირაში უნდა გადაწყდეს ნემსის თავების პრობლემაც, ხოლო 2023 წლიდან ალტერნატიული სენსორებიც უნდა შეისყიდონ, რისთვისაც ასევე წლებია იბრძვიან დიაბეტიანი ბავშვების მშობლები.

„თუ ეს დაპირება არ შესრულდება, პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ“, - გვითხრა მაცაცო ასათიანმა.

მშობლებმა სახელმწიფოსგან ასევე მოითხოვეს, შემოწმდეს, სათანადო პირობებში ინახება თუ არა ინსულინის მარაგი - მაცაცო ასათიანმა გვითხრა, რომ იმ ბავშვებს, ვინც თურქეთში ან გერმანიაში ნაყიდ წამალს მოიხმარს, ინსულინის გაცილებით ნაკლები დოზა ჰყოფნით, ვიდრე საქართევლოში მიღებული ინსულინის შემთხვევაში.





Губернаторы России
Москва

Собянин заявил об увеличении числа резидентов ОЭЗ «Технополис Москва»





Москва

Открытие восьмого сезона программы «Военные оркестры в парках» в Подмосковье


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин заявил об увеличении числа резидентов ОЭЗ «Технополис Москва»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Марина Кравец

Звезде ТНТ Марине Кравец исполняется 40 лет




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Разгром в Москве и драма в Сочи: «Динамо» без труда сохранило лидерство, но «Краснодар» остался в гонке за золото РПЛ

Новыми соперниками тульского АКМ станут команды из Магнитогорска, Москвы и Нижнего Новгорода

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции


ATP

Диего Шварцман: «Два чилийца в полуфинале в Риме. Шесть латиноамериканцев в топ-30. А ATP в следующем году уберет один из турниров в Южной Америке»



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России