კონსტანტინ ზატულინი: საქართველოს სურს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დაიბრუნოს, მაგრამ მისი სურვილები ფანტაზიების სამყაროში დარჩება
რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატი, დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციის და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის პირველი თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინი საქართველოს ემუქრება.
ზატულინმა URA.RU-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, მაგრამ მისი სურვილები ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში დარჩება.
„იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რაც შეიძლება მოსთხოვოს რუსეთს. ასე რომ, ის, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს , ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახდეს“, – განაცხადა ზატულინმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ თბილისი , რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის კონფლიქტთან, ცდილობს გაზარდოს თავისი ღირებულება და კიდევ ერთხელ მოითხოვოს რაღაც რუსეთისგან.
ზატულინი დარწმუნებულია, რომ ოცნებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში დარჩება.