„ტრეტიაკოვის“ ექსპონატებს „ტრადიციულ ღირებულებებზე“ შეამოწმებენ
რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა მუზეუმმა, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეამ რუსეთის კულტურის სამინისტროსგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, უწყება მოითხოვს ანგარიშის ჩაბარებას „გალერეის მუდმივი ექსპოზიციებისა და გამოფენების შინაარსის სულიერ და მორალურ ღირებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხზე“.