ეროვნულ გალერეაში არტისტმა ავტოპორტრეტი ჩამოხსნა და მის ნაცვლად წარწერა დატოვა
თბილისში, ეროვნულ გალერეაში, სადაც დღეს გაიხსნა ჯგუფური გამოფენა, რომელიც არტისტების სხვადასხვა დროს შექმნილ ავტოპორტრეტებს აერთიანებს, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე დატოვა წარწერა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".
გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" XIX საუკუნიდან დღემდე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და მისი კურატორი ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძეა.