ლაშა შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანსლემის ჩემპიონი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზში მიმდინარე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი - გრანსლემი წაუგებლად დაასრულა და ოქროს მედალს დაეუფლა.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 31 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე დომინიკელი, იტალიელი, ყაზახი და სამხრეთკორეელი მეტოქეები დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი იპონით აჯობა ბრაზილიელ დანიელ კარნინს და ზედიზედ მეორედ გახდა ფრანგული სუპერტურნირის ჩემპიონი.
5 თებერვალს, პარიზის გრანსლემზე, საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +100 კგ) და ელისო სისაური (70 კგ).