აშშ განიხილავს ჩინეთის სავარაუდო "ჯაშუში" ბუშტის ჩამოგდების გეგმას
ბაინდენის ადმინისტრაცია განიხილავს ჩამოგდებას ჩინეთის დიდი ზომის ბუშტისა, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, აწარმოებს დაზვერვას აშშ-ის არმიაზე. არსებული გეგმით, ბუშტი, შესაძლოა, ჩამოაგდონ მაშინ, როცა ის ატლანტის ოკეანის თავზე მოექცევა და მისი ნაწილების მოპოვება პოტენციურად შესაძლებელი იქნება - აშშ-ის ოთხი ოფიციალური პირის ამ სიტყვებს, ანონიმურობის დაცვით, ავრცელებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი.
სააგენტოს წყაროთა თქმით, ჯერჯერობით უცნობია მიიღო თუ არა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე. ბუშტის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ბაიდენმა 4 თებერვალს უპასუხა - "ჩვენ მას მოვუვლით".
ბუშტი 4 თებერვალს შენიშნეს, სამხრეთ კაროლინის თავზე, როცა ის ატლანტის სანაპიროს უახლოვდებოდა.
ბუშტის აღმოჩენის გამო ჩინეთში კვირას დანიშნული ვიზიტი გააუქმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
ჩინეთი აცხადებს, რომ ბუშტი ამინდს იკვლევს და ის უბრალოდ თავისი ტრაექტორიიდან გადავიდა. პენტაგონი უარყოფს ამ ვერსიას, ისევე, როგორც ჩინეთის განცხადებას, რომ ბუშტი სადაზვერვოდ არ გამოიყენება და მას მცირე სანავიგაციო შესაძლებლობები აქვს.