“ვცდილობ როლს თავი დავაღწიო, თუმცა ხმის იოგები დავიზიანე”, – ოსტინ ბატლერი
ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი ოსტინ ბატლერი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა ელვის პრესლის შესახებ გადაღებულ ფილმში შესრულებული მთავარი როლით, ამბობს, რომ ამ როლიდან გამოსვლას ცდილობს, თუმცა სიმღერის შედეგად იოგები დაუზიანდა.
მისი თქმით, ფილმისთვის ერთ-ერთი სიმღერის ჩაწერას 40 მცდელობა დასჭირდა, რათა აქცენტი და ხმის ტემბრი მაქსიმალურად მიმსგავსებული ყოფილიყო ელვისის ხმასთან. მაყურებელი აღნიშნავს, რომ ოსტინი გადაღებების დასრულების შემდეგაც როლიდან ვერ გამოვიდა და ელვისის მსგავსი მანერები და საუბარი კვლავ დარჩა მის ცხოვრებაში. ამასვე ადასტურებს ტომ ჰენკსიც, რომელიც ფილმში ბატლერთან ერთად თამაშობდა.
ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მსახიობი წლების განმავლობაში ემზადებოდა, რათა “მეფის” როლი მოერგო, თუმცა “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიალზე ოსტინმა ჟურნალისტებს უთხრა, “არ ვფიქრობ, რომ ჩემი საუბარი ან სიმღერა ისე ჟღერს, როგორც ელვისის”, – თუმცა მიუხედავად თვითკრიტიკული დამოკიდებულებისა, მან გლობუსი მიიღო საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში.
წყარო/ფოტო: Pop Culture