Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

0

მართალია დასავლეთი უკრაინას “ლეოპარდის”, “M1 აბრამსის” და “ჩელენჯერის” ტიპის ტანკებს დაპირდა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანას წარმატებული შეტევითი ოპერაციისთვის მეტი იარაღი ჭირდება. შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გარდა, ისინი F16- ის ტიპის საბრძოლო მოერიშეებს ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი უკრაინას ამ უკანასკნელის გადაცემაზე უარს ეუბნება, ოთხვარსკვლავიან თადარიგის გენერალს და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალს ევროპაში, ბენ ჰოჯესს სჯერა, რომ უკრაინა F16-ებს მიიღებს. ინტერვიუ გენერალ ჰოჯესთან “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა, მარიამ უგრეხელიძემ ჩაწერა.

გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. F16 მოერიშე თვითმფრინავებზე მინდა გკითხოთპრეზიდენტმა ბაიდენმა თქვარომ ამერიკა მათ არ გადასცემს უკრაინას. არც ბრიტანეთია თანახმა, საფრანგეთს კი გარკვეული წინაპირობები აქვს თუ შეგიძლიათ გვითხრათ რატომ სურს ეს მოიერიშეები უკრაინასრატომ არ აძლევს მათ დასავლეთი და ასევე იმის გათვალისწინებითრომ ერთ დროს “ჰაიმარსები” და “M1 აბრამსების” გადაცემაც არ განიხილებოდაშემდეგ კი მაინც მისცეს ისინი უკრაინას, ფიქრობთ თუ არარომ უკრაინა მაინც მიიღებს F16-ებს?

ვფიქრობ, გარკვეული დროის შემდეგ მიიღებს. ძალიან იმედისგამაცრუებელია იმის ყურება, რომ [ბაიდენის] ადმინისტრაცია თანდათანობით აწვდის იარაღს [უკრაინას]. თქვენ და თქვენს მაყურებლებს, ალბათ გახსოვთ, რომ ერთი წლის წინ “სტინგერების” გადაცემაზეც კი დიდი განხილვა იყო. ამბობდნენ, რომ ეს გარკვეულწილად პროვოკაციული იქნებოდა. თუმცა, ჩვენ მაინც ვაკეთებთ ამას [ვაწვდით იარაღს], რუსები კი ამაზე არ რეაგირებენ, იმიტომ, რომ არ შეუძლიათ. მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ატომური იარაღის გამოყენების გარდა, რაც ნაკლებ დასაშვებია, რომ მოხდეს.

ადმინისტრაციამ, რომელმაც ასეთი კარგი სამუშაო შეასრულა შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და ალიანსის ერთობის შენარჩუნებისთვის, ჯერ მაინც ვერ გაიაზრა, რომ უკრაინას რეალურად შეუძლია გაიმარჯვოს.

ისინი არ საუბრობენ უკრაინის გამარჯვებაზე. გვესმის საუბრები უკრაინის დახმარებაზე, რომ ის წარმატებული იყოს, ან დამარცხება თავიდან აიცილოს. ამის გამო, ისინი თავს არიდებენ იმ საჭირო შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რაც უკრაინის წარმატებას უზრუნველყოფს.

საბოლოოდ, რაც ხდება ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ გამოთქვან, ან ჯერ არ გადაუწყვეტიათ როგორი უნდა იყოს საბოლოო მდგომარეობა. საბოლოო მდგომარეობა კი უნდა იყოს ისეთი, სადაც უკრაინა რუსეთზე იმარჯვებს.

გასაგებია, მაგრამ შეგიძლიათ აგვიხსნათრატომ ჭირდება ეს მოიერიშეები უკრაინას?

ყირიმი ამ ომის გადამწყვეტი ნაწილია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინა არასდროს იქნებაუსაფრთხოდ, დაცული, ან ვერასდროს შეძლებს ეკონომიკის აღდგენას იქამდე, ვიდრე რუსეთს ყირიმი ოკუპირებული ექნება. იმისთვის, რომ ყირიმის გათავისუფლება მოხდეს, უკრაინას სჭირდება საშუალება, რომ შეუტიოს ორ მთავარ მარშრუტს, რომელიც ყირიმს უკრაინასთან აკავშირებს. ერთი, რა თქმა უნდა, ქერჩის ხიდზე გადის, მეორე კი ე.წ. სახმელეთო ხიდია, რომელიც როსტოვიდან, ქვევით, აზოვის ზღვის სანაპიროზე გადის მარიუპოლის, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის გავლით მიდის ყირიმამდე. ასე რომ მათ სჭირდებათ შორ მანძილზე ზუსტი დარტყმის უნარი: “ატაკამსები”, სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბები, “ნაცრისფერი არწივის” ტიპის სამხედრო დრონები და ასევე პილოტიანი თვითმფრინავები, როგორიცაა F16. მათ შეუძლიათ ყირიმზე შეტევა განახორციელონ.

ყირიმის გათავისუფლების გზაა, რუსებისთვის იქ ყოფნა გაუსაძლისი გახადონ. ყირიმში დასამალი არსადაა, მათ [უკრაინელებმა] ყველაფრის ადგილმდებარეობა იციან. ასე რომ, მათ შეუძლიათ უბრალოდ დაბომბონ [საჭირო ადგილები].

ასევე, როდესაც უკრაინის სხვა ნაწილებზე ვფიქრობთ, F16-ების ქონა სახმელეთო ოპერაციების მხარდაჭერასაც შეუწყობდა ხელს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია ესროლო სამიზნეს მიწაზე, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნებოდა უკრაინელებისთვის.

რა თქმა უნდა, F16-ები იაფი არაა. რუსებს უამრავი საჰაერო და თავდაცვითი სისტემა აქვთ, ამიტომ უკრაინელებს მოუწევდათ და ასეც იზამენ, რომ ჭკვიანურად გამოიყენონ ისინი. ესაა შესაძლებლობა, რომელიც მათ რუსეთისგან თავდაცვაში მეტად დაეხმარება.

ცოტა ხნის წინპრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვარომ “რუსეთმა შურისძიება” დაიწყოეს მას შემდეგ განაცხადარაც რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთში ტერიტორიების დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელაროგორ შეაფსებდით უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციას ახლა და ელოდებით თუ არა ჩრდილოეთიდან რუსების შეტევას იმ მიზნითრომ აიძულონ უკრაინას აღმოსავლეთიდან ჯარების ნაწილი იქ გადაისროლოს?

ახლა ყოველდღე ვხედავთ, რომ ბრძოლები ბახმუტის ირგვლივ მიმდინარეობს და გვესმის, რომ რუსები სოფელს, ან რაიმე მცირე ტერიტორიას იღებენ. შავი ზღვის რუკა სულ თან დამაქვს. თუ რუკას შევხედავთ და ვნახავთ სადაა ბახმუტი, მივხვდებით, რომ ვსაუბრობთ აღმოსავლეთით, უკრაინის 5%-ზე. ასე რომ 8 წლის განმავლობაში, სულ ესაა, რაც რუსებმა შეძლეს.

ვერ ვხედავ მათი მხრიდან რაიმე გადამწყვეტი შედეგის მიღწევას. ყირიმი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და როდესაც უკრაინა ყირიმს გაათავისუფლებს, შემდეგ ყველაფერი, რაც დონბასში ხდება, თავისით დალაგდება. ყირიმია კრიტიკული ნაწილი.

არ მჯერა, რომ რუსები შეძლებენ, რაიმე მნიშვნელოვანი ახალი შეტევა განახორციელონ ჩრდილოეთიდან. სულერთია იქნება ეს ბელარუსიდან, ბელგოროდიდან, ბრიანსკიდან, თუ კურსკიდან. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ათასობით უიღბლო რუსი ახალწვეული გამოიძახონ, რომლებმაც სექტემბერში საქართველოში, ყაზახეთსა და სხვა ადგილებში გაქცევა ვერ მოახერხეს. მეტი არაფერი აქვთ. მათ არსად ელოდებათ ასობით ახალი ტანკი, ან ასობით სხვა საბძროლო მანქანა.

ასე რომ, დიახ, ალბათ გარკვეული ტიპის მობილიზაცია ექნებათ. რა თქმა უნდა, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ვერ ვხედავ დიდი შეტევის სამზადისის რაიმე მტკიცებულებას ბელარუსიდან და ზოგადად, ჩრდილოეთიდან. რუსებს სურთ, რომ უკრაინელებმა ამაზე ინერვიულონ და იფიქრონ, რომ მომზადებულები უნდა იყვნენ, შესაბამისად შეინარჩუნონ ძალები, რომლებიც ამას გააკონტროლებს. თუმცა, ამას მთავარ საფრთხედ ვერ განვიხილავ.

ვრცლად





Губернаторы России
Москва

Собянин представил масштабную программу фестиваля "Пасхальный дар"





Москва

Оксана Федорова представит премьеру фильма «Петербург Шаляпина и Рахманинова» на выставке-форуме «Россия»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

«Это будет для вас сюрприз и фурор!»: Анастасия Волочкова взяла с собой на Мальдивы свадебное платье




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Зенит" потерпел второе поражение подряд в РПЛ

ЦСКА проиграл «Балтике» в гостевом матче 26-го тура РПЛ

"Динамо" и "Зенит" назвали стартовые составы на матч 26-го тура РПЛ


WTA

16-летняя теннисистка Андреева обновила рекорд турниров WTA-1000



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Трехлетний мальчик выпал из окна 12 этажа и выжил в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России