ხატია დეკანოიძე: ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტფაქტუმ გავიგე პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ, სამწუხაროა მსგავსი მიდგომა
5 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად აირჩიეს. ყრილობაზე, ასევე, აირჩიეს გენერალური მდივანი, ის კვლავ პეტრე ცისკარიშვილი გახდა. კობა ნაყოფია კი ლევან ბეჟაშვილმა შეცვალა. ყრილობაზე დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ახალი პოლიტიკური საბჭოს წევრების არჩევას სოციალურ ქსელში ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა.
დეკანოიძე წერს, რომ პარტიის ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტფაქტუმ გაიგო პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ.
„ხვალ მიშას გადამწყვეტი პროცესია, ამიტომ მაქსიმალურად მოკლედ და თავშეკავებულად ვიტყვი:
ჩვენი პარტიის ამომრჩევლის პატივისცემა არის უპირობო. მაგრამ ჩემი მოსაზრებით, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი და პარტიის წევრებიც ვიმსახურებთ პოლიტიკური საბჭოს გაცილებით მაღალი ჩართულობით არჩევას
სამწუხაროა, ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტფაქტუმ გავიგე პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ.
სამწუხაროა მსგავსი მიდგომა“, – წერს დეკანოიძე.