Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

რეზნიკოვი ამბობს, რომ არახამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველად ესმის

0
რეზნიკოვი ამბობს, რომ არახამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველად ესმის

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება, რომ რეზნიკოვი გადაჰყავთ სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად.

ოლექსი რეზნიკოვმა გამოცემა „ფაქტი“-ს უთხრა, რომ ეს პირველად ესმის, პრეზიდენტთან არანაირი საუბარი არ ჰქონია და მსგავსი წინადადება რომ მიეღო, უარს იტყოდა, რადგან ამ სამუშაოს ხარისხიანად ვერ შეასრულებს.

ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობიდან თავდაცვის, ან საგარეო საქმეთა მინისტრის გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს და ნებისმიერი ახალი მინისტრის დანიშვნის პროცედურაც კანონითაა გაწერილი. რეზნიკოვის თქმით, მთავრობის შიგნით ერთი მინისტრის მეორე მინისტრად გადაყვანის პროცედურა არ არსებობს და გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით.

საპარლამენტო ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ 5 თებერვალს, ღამით, ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლექსი რეზნიკოვი „მთავრობის ფარგლებში გადადის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხთა მინისტრად", რათა გაძლიერდეს სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობა.

არახამიას თანახმად, თავდაცვის მინისტრად დაინიშნება კირილო ბუდანოვი, რომელიც ამჟამად სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობს. როგორც არახამია წერს, საკადრო პოლიტიკას ომი კარნახობს და დრო და გარემოებები მოითხოვენ გაძლიერებას და გადაჯგუფებას.

ინფორმაცია, რომ რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, პირველად იანვრის ბოლოს გავრცელდა, რასაც წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება სამხედროთა კვებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის შესახებ. სკანდალის ფონზე, თავდაცვის სამინისტროდან დაითხოვეს ზოგიერთი მაღალჩინოსანი.

3 თებერვალს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ გახსნილია სამხედროების კვებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხის მიტაცების მასშტაბური სქემა და ზარალი შეადგენს 119 500 000 გრივნას (დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარი).

5 იანვარს, სანამ არახამია ტელეგრამით გაავრცელებდა ცნობას, რომ რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად გადაჰყავთ, თავდაცვის მინისტრმა კიევში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინამ უკვე მიიღო ყველა საჭირო იარაღი, გარდა თვითმფრინავებისა. რეზნიკოვის თქმით, თვითმფრინავებიც იქნება, თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი.

შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ შეკითხვას ოლექსი რეზნიკოვმა უპასუხა, რომ მას არაფრის რცხვენია, სავარძელი კი, მუდმივი არავისთვისაა და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ის თავდაცვის მინისტრად. პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, ოლექსი რეზნიკოვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს უთხრა, რომ სამინისტროში კორუფციულ სკანდალზე პასუხს უკვე აგებს საკუთარი რეპუტაციით.





Губернаторы России
Москва

Собянин принял решение увеличить фонд грантов одаренным учащимся школ искусств





Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» и все правительства могут отменить либо собрать все налоги!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поздравил Мишустина с назначением на пост председателя правительства РФ



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

«С новосельем, моя сладкая!»: бабушка Симона показала дом дочки Тимати




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Баскетбольный «Зенит» с разницей в 14 очков проиграл в Москве ЦСКА и уступает в полуфинальной серии Единой Лиги ВТБ со счётом 1–2

Калужане выиграли 8 медалей на всероссийских соревнованиях по пауэрлифтингу

Развод на договорных матчах: схемы, риски и пути предотвращения


Энди Роддик

Энди Роддик: «У меня было несколько типов рака кожи с тех пор, как я завершил карьеру»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Архангельск

Архангельск обогнал города-миллионники по цене новостроек



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России