მიხეილ სააკაშვილი: მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!
მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ექსპრეზიდენტი ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა ყველა ძალის გაერთიანებისა და ბრძოლის დროა.
„მე ვერაფერი გამტეხავს!
ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!
ყველა ძალის გაერთიანების დროა!
ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!“, – აცხადებს სააკაშვილი.
ცნობისთვის, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა.