სულ მცირე 2300 ადამიანია დაღუპული თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად
სულ მცირე 2300-მდე გაიზარდა რიცხვი მსხვერპლისა, რომელიც მოჰყვა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარ ძლიერ მიწისძვრას. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის მონაცემი კვლავ მნიშვნელოვნად მოიმატებს, იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს აქტიური სამაშველო სამუშაოები ნანგრევებიდან ადამიანთა გამოსაყვანად.
თურქეთი იუწყება სულ მცირე 1500 მსხვერპლზე, კიდევ 800-მდე ადამიანი დაიღუპა სირიაში, მეამბოხეთა და მთავრობის მიერ კონტროლირებულ მიწებზე - აცხადებენ სახელმწიფო მედია და ექიმები.
უკრაინა და რუსეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც მყისიერად გამოვიდნენ რეგიონში მაშველების და სხვა ტიპის დახმარების გაგზავნის პირობით.
უკრაინის საგარეო საქმეთქ მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა თურქეთში გაგზავნოს მაშველთა დიდი ჯგუფი, მაშინაც კი, როცა ქვეყანა ებრძვის იქ ერთი წლის წინ შეჭრილ რუსეთის არმიას. "თურქეთის მხარესთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მაშველთა განთავსების კოორდინირებისთვის" - წერს კულება ტვიტერით.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ელაპარაკა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, და ისიც გამოვიდა ორივე ქვეყანაში მაშველების გაგზავნის დაპირებით.