მედია: რუსეთის პატრიარქი ჟენევაში КГБ-ს აგენტი იყო
0
შვეიცარიული გაზეთი Tages-Anzeiger აქვეყნებს მასალებს, რომლის მიხედვითაც პატრიარქი კირილი 70-იან წლებში ჟენევაში КГБ-ს აგენტი იყო.
გაზეთი ეყრდნობა შვეიცარიის პოლიციის იმ დოკუმენტაციას, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. როგორც ირკვევა 1971 წელს 24 წლის კირილ გუნძიაევი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლად გააგზანვეს. მისი ოპერატიული ფსევდონიმი „მიხაილოვი“ იყო.
შვეიცარიის პოლიციის მონაცემების გარდა პატრიარქის წარსული სხვა წყაროებითაც დასტურდება. მაგალითად, ჟენევაში საბჭოთა კავშირის ყოფილი კონსული ვადიმ მელნიკოვი თავის მემუარებში კირილს პირდაპირ მოიხსენიებს, როგორც КГБ-ს ოფიცერს.
კირილს ევალებოდა ჟენევაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრებზე ინფორმაციის მოპოვება და მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა.
მოსკოვის საპატრიარქომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.