Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

ენმ-მ ღარიბაშვილის სახლთან გააპროტესტა სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება

0
ენმ-მ ღარიბაშვილის სახლთან გააპროტესტა სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი სახლთან გადაინაცვლეს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გაპროტესტეს. 

„ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა უნდა იცოდნენ, რომ პოლიციასთან ერთად მოუწევთ ძილი. მშვიდი ცხოვრება, რომ ჰქონდათ და გადაადგილდებოდნენ, დასეირნობდნენ სხვადასხვა ადგილებზე, ასე ვერ ექნებათ", - თქვა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან აქციის გამართვის მიზანშეწონილობაზე.

„მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილების დამკვეთებიდან, ერთ-ერთი ცხოვრობს აქ. ყველა ადამიანმა, ყველა პოლიტიკურად პასუხისმგებელმა პირმა, როდესაც სახელმწიფო ასე ძალადობს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური პროცესები ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება. პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში", - თქვა მან.

აქციაზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ის წევრებიც, რომლებმაც თავმჯდომარის არჩევნებში ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა მელიას დაუჭირეს მხარი. 

„ე.წ. სასამართლომ, რომელიც სინამდვილეში ოლიგარქის რეჟიმის დაკვეთას ასრულებდა, პატიმრობაში დატოვა მიხეილ სააკაშვილი. ეს არის სასიკვდილო განაჩენი. ერთადერთი გამოსავალი არის აქტიურობა, საზოგადოებს მობილიზება, პარტიის მიერ თავისი აქტივობების გამწვავება, - თქვა აკო მინაშვილმა და დაამატა, - ახლა რაიმე სახის უთანხმოებაზე საუბარი გამორიცხეთ".

ენმ-ის წევრის ეკა ხერხეულიძის აზრით, საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, არამედ „ნაციონალური მოძრაობა" უნდა ტოვებდეს პარლამენტს.

„შესვლის დროსაც ეს პოზიცია მქონდა, არსებობს ამის დამადასტურებელი ოქმი. დეპუტატებიდან მე და აკო მინაშვილი ვიყავით პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი. ახლაც იგივე აზრზე ვარ. ახლა ბოიკოტის დრო არ არის, რაც საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია. დღეს ადამიანზე გვითხრეს, რომ ნებადართულია სიკვდილით დასჯა. ახლა ბოიკოტის დრო არ არის, ახლა ქუჩაში უნდა იყოს ფრონტი, მშვიდობიანი ფრონტი", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. 

6 თებერვალს, საღამოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.





Губернаторы России
Москва

Собянин: Москва взяла Гран-при премии «Умный город» за цифровизацию горхозяйства





Москва

Улан-Удэнский ЛВРЗ подвел производственные итоги первого квартала 2024 года


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва завершает переход на новый стандарт экстренной медпомощи



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Владимир Высоцкий

Что Золотухин рассказывал про некрасивые тайны Таганки и почему Высоцкий его не простил




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия

Андрей Мидловец выиграл якутский финал на первенстве России

Шествие трубачей и уроки танцев: что ждет посетителей парков Москвы в майские праздники


WTA

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Михаил Кутушов

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России