აშშ შეისწავლის ჩამოგდებული "ჯაშუში ბურთის" ნაწილებს
აშშ მოიპოვებს ნაწილებს ჩინეთის ბურთისა, რომელიც ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოაგდეს - ნაწილებს დაზვერვის სპეციალისტები შეისწავლიან, და მათი პეკინისთვის დაბრუნება არ იგეგმება, განაცხადა თეთრმა სახლმა 6 თებერვალს.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის, ჯონ კირბის თქმით, ეს იყო მაღალტექნოლოგიური მზვერავი მოწყობილობა, რომლის ნაწილებიც, მისი ჩამოგდების შემდეგ, ოკეანის ზედაპირზე იქნა მოპოვებული. ამინდი არ იძლევა საშუალებას ნაწილები წყლის სიღრმეშიც მოიძებნოს.
ბურთი 4 თებერვალს ჩამოაგდო აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა, აღმოსავლეთის სანაპიროს მხარეს. ჩინეთი აცხადებს, რომ ეს მოწყობილობა ამინდს აკვირდებოდა.