Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

კალაძე: გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, იქ ავაშენოთ და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!

0
კალაძე: გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, იქ ავაშენოთ და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს შეუძლია ავარიული სახლი ჩაანაცვლოს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე, მათი სახლი კი გადაეცეს მუნიციპალიტეტს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, იქ ავაშენოთ ახალი საცხოვრებელი ფართები და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან, ასევე განმარტა რომ ამ დრომდე არსებობდა გარკვეული წესი, როცა მოლაპარაკება ჰქონდათ ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებთან და თუ მათთან შეთანხმდებოდნენ და ყველა ხელს მოაწერდა, მაშინ ისინი დროებით გაჰყავდათ ქირით ახალი კორპუსის აშენებამდე.

"კორპუსის აშენების შემდეგ, ადგილობრივებს ვაბრუნებთ ახალ, მოწესრიგებულ სახლებში.

ჩვენ ამ წესში დამატებითი სიახლე შემოვიტანეთ, რომელიც ასევე ავარიული სახლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს და ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მუნიციპალიტეტი ავარიული სახლის ჩანაცვლებას ახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად, ავაშენოთ მიწის ნაკვეთზე კორპუსი და შემდგომში შევთავაზოთ მოსახლეობას იქ გადასვლა და მათი სახლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა“, - აღნიშნა კალაძემ.

მისი განმარტებით, ახალი კორპუსის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენება არ საჭიროებს მოსახლეობის თანხმობას, თუმცა, იქამდე, ვიდრე აშენებულ კორპუსში მოსახლეობას გადაიყვანენ, აუცილებელია მათი თანხმობა.

„ცარიელ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტი კორპუსს აშენებს მოსახლეობის თანხმობის გარეშე, რადგან ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. როდესაც კორპუსს ავაშენებთ, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შევთავაზებთ გადასვლას ახალ სივრცეში. ამ მიზნით გავიტანეთ ცვლილებები საკრებულოზე და ჩავწერეთ, რომ ცარიელ მიწის ნაკვეთზე ჩვენ შეგვიძლია ყველას თანხმობის გარეშე, მუნიციპალიტეტის მიწაზე დავიწყოთ კორპუსის მშენებლობა, მაგრამ იმისთვის, რომ შემდგომში, მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან ახალაშენებულ კორპუსში გადავიყვანოთ, ცხადია, მათი სრული თანხმობა გვჭირდება და თანხმობის გარეშე ვერანაირ გაცვლას ვერ გავაკეთებთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი არ იქნება თანახმა, ამ ბინებს სხვა ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებს შევთავაზებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების წესი შეეხება თბილისში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომლის ავარიულობის ხარისხიც მიეკუთვნება III, IV ან V კატეგორიას, ანუ ისეთი დაზიანებულია, რომ მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამგვარ შენობებში მცხოვრებლებს ქალაქმა შეიძლება შესთავაზოს ახალ შენობაში საცხოვრებლად გადასვლა, რომელიც შესაძლოა იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა, ან მის სიახლოვეს.

ახალ შენობაში გადასაცემი ფართის გამოანგარიშებისას ბინის პატრონი მიიღებს მხოლოდ იმდენი ფართის ბინას, რამდენიც იყო მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი: სხვენები, სარდაფები და ავტოფარეხები გათვალისწინებული არ იქნება.





Губернаторы России
Москва

Собянин: Начался прием заявок на конкурс грантов для социальных НКО





Москва

Евгений Миронов, Ирина Пегова, Кристина Асмус, Илья Авербух, Елизавета Арзамасова и другие звезды не фестивале «НЕБО»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о работе хаба молодежного предпринимательства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Алла Пугачёва

Внук Аллы Пугачевой хочет сдать бывшую дачу певицы за 200 тысяч рублей в месяц




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Генпрокуратура потребовала передать государству велотрек с Олимпиады-80

Ход конем. В Москве на Гоголевском бульваре открылся летний шахматный клуб

«23 and Friends»: в Москве состоялся спортивно-музыкальный фестиваль Аш 23


Елена Рыбакина

Елена Рыбакина добилась впечатляющего достижения



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

Краски счастливого детства



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России