Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

ზაზა შათირიშვილი: დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეს

0

დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეს, რომლითაც ცხადი ხდება, რომ კონტროლისა და ცენზურის მსხვერპლი არა მხოლოდ შვეიცარიული, არამედ სრულიად ევროპის მედია ყოფილა. კერძოდ, ევროპის მასშტაბით განმეორდა ის, რაც მანამდე შვეიცარიაში მოხდა, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილშია აღნიშნული.

მისივე თქმით, საზოგადოებას ახსოვს, რომ შვეიცარიული მედია დაუბრკოლებლად ავრცელებდა უკლებლივ ყველა სტატიას, რომელიც ბანკის არასათანადო ქმედებებს ამხელდა, თუმცა, როგორც კი ივანიშვილის ადვოკატები ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გამოქვეყნებას ცდილობდნენ, მაშინვე ყრუ კედელს აწყდებოდნენ.

„ახლაც ზუსტად იგივე მოხდა, ოღონდ უკვე ევროპის მასშტაბით – ცენზურის გავლის შემდეგ, ევროპულმა მედიასაშუალებებმა სტატიიდან ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი ყველა პასაჟი ამოიღეს და ისინი სტატიების გავრცელებას მხოლოდ ამ პირობით დათანხმდნენ.

ევროკავშირში ცენზურის ასეთი მასშტაბი ყოვლად გაუგონარია და ის საბჭოთა კავშირსაც კი შეშურდებოდა. მედიის კონტროლისა და ცენზურის ამგვარი სქემა ქართულმა საზოგადოებამ თავის თავზე მძიმედ იწვნია 2004-12 წლებში, როდესაც აგენტურამ ყველა ეროვნული მაუწყებლის მონოპოლიზება მოახერხა.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ბანკის მენეჯმენტი კრიმინალური ქმედებებიდან ორმაგ შედეგს იღებს – ერთი მხრივ, ის შეგნებულად ანადგურებს შვეიცარიული საბანკო სისტემის ერთ-ერთ ფლაგმანს – „კრედიტ სუისს“ და მეორე მხრივ, საქართველოში მეორე ფრონტის მისაღებად, პოლიტიკურად აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს.

ცხადია, რომ ადვოკატების წერილი ბიძინა ივანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით დაიწერა. ისიც ცხადია, რომ ამ წერილში მან 2008 წელზე შემთხვევით არ მიანიშნა. დადასტურდა ის, რასაც რამდენიმე კვირის წინ ვწერდი – სწორედ 2008 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი არჩევნების ტოტალური გაყალბების გამო სააკაშვილს გაემიჯნა, ამ უკანასკნელის პატრონებმა ივანიშვილის ანგარიშის დანგრევა დაიწყეს და მას შემდეგ, ივანიშვილს სასამართლოდან სასამართლოში სიარულს აიძულებენ. სწორედ ბანკის მენეჯმენტი ახალისებდა დანაშაულის მთავარ ამსრულებელს, პატრის ლესკუდრონს და მას, დასჯის ნაცვლად, პრემიას პრემიაზე უწერდა. დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ კი, ლესკუდრონი ჯერ ციხეში შეიყვანეს, ხოლო შემდეგ გამოიყვანეს, ერთადერთი მიზეზით – მისი მოშორება და თვითმკვლელობის ინსცენირება, ბუნებრივია, ციხის გარეთ უფრო იოლი იყო.

ორიოდე კვირის წინ, გამოვაქვეყნე წერილი ოჯახების შესახებ, რომლებიც ამერიკას ბაიდენის მაგივრად მართავენ და შესაბამისად, თამაშის წესებს ევროპასაც უდგენენ. ამ ოჯახების შესახებ, რომლებიც საკუთარ გავლენებს გასული ორი საუკუნის მანძილზე თანმიმდევრულად აფართოებდნენ, დაწვრილებით ინფორმაციას – მათ შორის მათ ვინაობასა და მართვის სქემას – საზოგადოებას მოგვიანებით გავუზიარებ.

ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოჯახების საკუთრებაშია რამდენიმე ამერიკული კომპანია, რომლებიც სამყაროს დასავლეთ ნახევარსფეროში არსებული აქტივების უდიდეს ნაწილს, მათ შორის თითქმის ყველა წამყვან ამერიკულ და ევროპულ მედიასაშუალებას ფლობენ. ოჯახებს შექმნილი აქვთ კლუბები და ფონდები, რომლებიც მათი გავლენების წინა პლანზე წამოწევას ემსახურება. მათი მთავარი მიზანი მსოფლიოს, მათ შორის ევროპის, ერთი, ამერიკული ცენტრიდან მართვა და ორუელისა და ჰაქსლის მოდელების შესაბამისად, ახალი, სტერილური საზოგადოების მიღებაა. ყველას კიდევ ერთხელ ვურჩევ, წაიკითხონ ჯორჯ ორუელის „1984“ და ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“, რათა გაიაზრონ, როგორ მსოფლიოს ამზადებენ ოჯახები თითოეული ჩვენგანისთვის. კომპანიების მეშვეობით ევროპაზე ესოდენ მასშტაბური პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენის პირობებში, გასაკვირი არაა, რომ ამერიკელები ევროპაში მედიის კონტროლსა და ცენზურას სრულიად იოლად ახერხებენ.

ოჯახების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს შორის ყველაზე მსხვილია „ბლექროკი“, რომელიც 10 ტრილიონი დოლარის მოცულობის აქტივებს მართავს და რომელსაც აშშ-ს ოფიციალურ სტრუქტურებშიც ღრმად აქვს ფესვები გადგმული. დემოკრატიის ყველა წესისა და პრინციპის წინააღმდეგ, სწორედ ოჯახები და კომპანიები განსაზღვრავენ ამერიკისა და ევროპის საკადრო პოლიტიკას და აყალიბებენ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. მაგალითად, „ბლექროკის“ კადრები არიან პრეზიდენტთან მოქმედი აშშ-ს ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი, ვიცე-პრეზიდენტის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები.

სწორედ „ბლექროკია“ დღეს „კრედიტ სუისის“ უმსხვილესი ინვესტორი და აქციონერი. ბანკის მენეჯმენტის დაუფლებისა და ბანკისთვის ხელოვნურად პრობლემების შექმნის შემდეგ, „ბლექროკმა“ იაფად შეიძინა „კრედიტ სუისის“ აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ სქემის მოქმედება მომავალშიც გაგრძელდება – ამერიკელები „ბლექროკის“ ხელით შვეიცარიული ბანკისთვის პრობლემების შექმნას განაგრძობენ, შვეიცარიელ აქციონერებს გააღარიბებენ და შემდეგ, მათ გაიაფებულ აქციებს თავადვე გამოისყიდიან. ამასობაში კი, მეორე ფრონტის გახსნის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შანტაჟიც გაგრძელდება.

ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ საზოგადოებას მინდა დავუსვა ღრმად სამსჯელო შეკითხვა – ღირს კი ამდენი შფოთვა ამერიკელების მიერ კოლონიზებულ და მართულ ევროკავშირზე? ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, სადაც მედია სრულ პოლიტიკურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება? ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, რომელსაც ოჯახები ომსა და ეკონომიკურ კრიზისში ერთი თითის დაქნევით ხვევენ? ღირს კი ამდენი შფოთვა ევროკავშირზე, სადაც ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია და ლგბტ პრაიდი ცივილიზებულობის ლამის ერთადერთ საზომად არის ქცეული? ღირს კი ამდენი შფოთვა ისეთ ევროკავშირზე, სადაც ჩვენს ქვეყანას ფასი მხოლოდ ნაცაგენტურის ხელით კოლონიზების შემთხვევაში ექნება? ღირს კი ამდენი შფოთვა ევროკავშირზე, რომლისთვისაც საქართველომ, უკრაინის მსგავსად, სავალდებულო წესით, სიკვდილს უნდა გაუსწოროს თვალი? მიმაჩნია, რომ ეს არის შეკითხვები, რომლებზეც ღრმა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსია უნდა გაიმართოს“, – წერს შათირიშვილი.

იურიდიულმა კომპანია MKD-მა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე უარის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.





Губернаторы России
Москва

Собянин пригласил москвичей и гостей столицы на фестиваль «Рыбная неделя»





Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о компенсации части затрат на путевки в оздоровительные лагеря в рамках нацпроекта «Семья»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин пригласил москвичей и гостей столицы на фестиваль «Рыбная неделя»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Иоганн Себастьян Бах

«Бах vs Рахманинов» из цикла Битва Клавиров под величественными сводами Петрикирхе




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Гонки на яхтах и практики лидеров рынка: предприниматели Татарстана станут участниками образовательной регаты в Москве

Чья компания сильнее всех?

ЦСКА и МФТИ заключил соглашение о сотрудничестве


ATP

Немец Зверев выбил россиянина Медведева из топ-4 ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России