ადვოკატი: ბადრი ესებუა ამბობს, რომ იმ დღეს საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა
ბადრი ესებუას ადვოკატმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ადვოკატის სოსო ჯანაშიას განცხადებით, ესებუა ბრალს არ აღიარებს.
„ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკთან მომხდარ ფაქტთან არაფერი არ აკავშირებს. მისი განმარტებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს ის საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა“, – აცხადებს ბადრი ესებუას ადვოკატი.
ცნობისთვის, ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.