Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

ბადრი ესებუა უარყოფს, რომ სახლში ამოღებული მასრა მას ეკუთვნის - ადვოკატი

0
ბადრი ესებუა უარყოფს, რომ სახლში ამოღებული მასრა მას ეკუთვნის - ადვოკატი

ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისიდან ბათუმში, #3 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ესებუა მისთვის წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. 

„ჩვენი შეხვედრის მიზეზი იყო ის, რომ მას დაკავების დროს აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, ამასთან დაკავშირებით მას გამოძიებამ წარუდგინა ბრალი 236-ე მუხლით. რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას. ამ ბრალთან დაკავშირებით იყენებს დუმილის უფლებას. ჩვენებას კი ამაზე მისცემს სასამართლოში. ბანკის დაყაჩაღებაზე ის თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ მას აღნიშნული ყაჩაღობა არ ჩაუდენია. ბანკის საქმეში სამხილებად  ხმის იდენტურობა დევს, ანუ ბანკში მყოფი პირის ხმის იდენტურობაა დადგენილი ბადრი ესებუასთან. ბანკში გასროლილი მასრის იდენტურობაა საქმეში, თითქოს  ის მასრა დაემთხვა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულ ერთ მასრას. დაკავებული კატეგორიულად უარყოფს მის სახლში ამოღებული მასრის კუთვნილებას და ამბობს, რომ ვერაფრით ვერ აღმოჩნდებოდა მასრა მის სახლში და აცხადებს, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია", - თქვა ადვოკატმა. 

 ბათუმში ბრალდებულის გადაყვანის მიზეზი ესებუას ადვოკატისთვის უცნობია. როგორც ის ამბობს, გუშინ, 8 თებერვალს ქუთაისის ციხიდან მისი დაცვის მყოფის თბილისში გადაყვანა იგეგმებოდა, თუმცა მოულოდნელად ბათუმში წაიყვანეს.

„ჩემი ვარაუდი ისაა, რომ მისი ძმა ქუთაისის ციხეშია და ამიტომ გადმოიყვანეს", - ადვოკატმა დაამატა, რომ ბადრი ესებუას თქმით, ბანკის ძარცვის შემთხვევის დროს, ზუგდიდში, სახლში იმყოფებოდა.

რაც შეეხება მიმალვის მიზეზს, ჯანაშიას სიტყვებით, რადგან „საქართველოს ბანკის” თავდასხმის საქმეზე ბადრი ესებუას სახელი გაისმა, ის იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლი ოჯახის ნათესავს ეკუთვნის.

შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.





Губернаторы России
Москва

Собянин принял решение увеличить фонд грантов одаренным учащимся школ искусств





Москва

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о сбитом на подлете к Москве беспилотнике



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Моргенштерн

Моргенштерн* раскрыл доход от платного телеграм-канала




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Развод на договорных матчах: схемы, риски и пути предотвращения

В рамках празднования Дня Победы в Москве пройдет ежегодный турнир среди студенческих футбольных команд «Вызов»

Фитнес прокачивает онлайн // Благодаря чему растет спрос на видеотренировки


Энди Роддик

Энди Роддик: «У меня было несколько типов рака кожи с тех пор, как я завершил карьеру»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Москве налоговая потребовала взыскать долг с Алексея Навального



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России