საქართველოს პარლამენტმა თურქეთის საელჩოს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა.
უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა.
ქველმოქმედებისთვის შეგროვილ თანხას დაემატა 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხაც.
საქართველოს მთავრობამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 1 მილიონი ლარი გამოყო.