დავით გორგილაძე: სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნების მოთვინიერების მცდელობა
0
“სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნების მოთვინიერების მცდელობა.
არა ირიბი, არა შენიღბული, არამედ პირდაპირი მცდელობა.
ეს სრულებითაც არაა ჩემთვის გასაკვირი. მოსალოდნელიც იყო.
აი, ისეთი ხალხის დუმილი კი მიკვირს, ვინც სწორედ ახლა უნდა
ლაპრაკობდეს.
ძალიან იოლია უხმაურო პერიოდში ბრტყელ-ბრტყელების ძახილი, არა?!
ახლა სჭირდება ახალგაზრდა არტისტს მხარდაჭერა და დაცვა. ახალგაზრდა არტისტს რა, კულტურას სჭირდება დაცვა. ახალგაზრდებით დაიწყება და ხვალ თუ არა ზეგ თქვენც მოგადგებიან. აგერ მე და აგერ თქვენ.
სწორად თქვა იმ კაცმა, მტრების ხმაურზე
მეტად მეგობრების დუმილი გაგვახსენდებაო. თუ რაღაც ამდაგვარად,” – წერს ტელეწამყვანი დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მხატვრის და არტისტის, სანდრო სულაბერიძის საქმეზე სამართალდამცველებმა წარმოება დაიწყეს. 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე ავტოპორტრეტი სარკესთან, მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”.