ალექსი დანილოვი: რუსეთის ფედერაცია მოლდოვაში გადატრიალებას გეგმავს
რუსეთის ფედერაცია მოლდოვაში გადატრიალებას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსი დანილოვმა განაცხადა.
დანილოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ კრემლმა თავის გეგმის განხორციელებაში, შესაძლოა ჩეჩენი ბოევიკები ჩართოს, რომლებიც გასული წლის თებერვალში ჩაიყვანეს უკრაინაში.
დანილოვის თქმით, უკრაინულმა დაზვერვამ გააფრთხილა მოლდოვა, რომ რუსეთის ფედერაციას სურს იქ გადატრიალება უახლოეს მომავალში განახორციელოს.
მან მიანიშნა, რომ კრემლმა შესაძლოა გადატრიალების მოწყობაში ჩართოს ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც გასული წლის თებერვალში ჩავიდნენ უკრაინაში.
მისივე თქმით, მათი დავალება მოლდოვის ხელისუფლების პირველი პირების ლიკვიდაცია იქნება.
ახლა ჩეჩნები თურქეთში იმყოფებიან და იქ „მაშველებად“ მუშაობენ.
„ახლა ყურადღებით ვაკვირდებით, რომ არ მოხდეს, რომ ეს “მაშველები” კიშინიოვში აღმოჩნდნენ. მათი სახელები და გვარები ვიცით“, – დასძინა დანილოვმა.