sozcu.com: 67 წლის ქალი 185 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ამოიყვანეს
თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან მეშვიდე დღეს, ჰათაის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან 67 წლის ქალი ცოცხალი ამოიყვანეს.
ადგილობრივი მედიის sozcu.com ცნობით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს, მაშველებს რამდენიმესაათიანი მუშაობა მოუხდათ, რომ დაშავებულის ამოყვანა შესაძლებელი გამხდარიყო.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.