ერზინის მერი ოკეშ ელმასოღლუ: არ დავუშვი ერთი კორპუსის უკანონოდ აშენება. ისინი გაბრაზდნენ ჩემზე, მაკრიტიკებდნენ და მემუქრებოდნენ
0
თავის დროზე, ჰატაის პროვინციაში, ერთადერთი თურქული ქალაქის – ერზინის მერმა, ოკეშ ელმასოღლუმ, სადაც არცერთი შენობა არ ჩამოინგრა, უკანონო განვითარება არ დაუშვა.
ერზინი ერთადერთი ქალაქია ჰატაის პროვინციაში, სადაც 42 000 ადამიანი ცხოვრობს, სადაც არც ერთი შენობა არ ჩამოინგრა, იუწყება Cumhuriyet.
ერზინის მერმა, თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის წევრმა, ოკეშ ელმასოღლუმ ეს ფენომენი მხოლოდ კანონის ფარგლებში მუშაობით ახსნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერზინში მკაცრად აკრძალულია უნებართვო შენობების მშენებლობა. მერის თქმით, მან ახლობლებსაც კი არ მისცა მათი აშენების უფლება და შენობებში სამშენებლო სტანდარტები დეტალურად არის შემოწმებული.
„მე არ დავუშვი ერთი კორპუსის უკანონოდ აშენება. ისინი გაბრაზდნენ ჩემზე, მაკრიტიკებდნენ და მემუქრებოდნენ: „გგონია, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი პატიოსანი ხარ?“ მაგრამ ახლა სინდისი არ მტანჯავს“ – თქვა ოკეშ ელმასოღლუმ.