უდანაშაულოა - როგორ შეცვალა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ბრალდებული მოზარდის ბედი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა სრულად გაამართლა 16 წლის მოზარდი, რომელიც ბრალდებული იყო თანასკოლელის მკვლელობის მცდელობაში. მას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. მოსამართლემ განაჩენი დღეს, 15 თებერვალს გამოაცხადა.