Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდა ჩრდილოეთ მაკედონიაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან

0
საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდა ჩრდილოეთ მაკედონიაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან

14 თებერვალს საპატრიარქოს შენობაში გამართული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომის განჩინების შესახებ 15 თებერვალს, საღამოს ილაპარაკა სხდომის მდივანმა ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე). 

როგორც განჩინებაშია ნათქვამი, მისასალმებელი სიტყვით სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ. 

სინოდის წევრებმა ექვსი საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო მთავარეპისკოპოს ზენონის საკითხი. „სინოდის სხდომამ საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება და დაადგინა: - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად".

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სინოდმა განიხილა ეხებოდა მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიას. განჩინების მიხედვით, მოხსენება გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე). „მან სინოდის წევრებს გააცნო სერბეთის ეკლესიის მეთაურის, უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს (პერიჩი), ჩვენდამი მოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „განიკურნა სქიზმა და აღდგენილია ევქარისტიული კავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან", და რომ აღნიშნულ ეკლესიას სერბეთის პატრიარქმა უბოძა ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი. მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია, სერბეთის ეკლესიის გარდა, ასევე აღიარეს რუსეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიებმა, ხოლო მასთან ავტოკეფალიის აღიარების გარეშე ევქარისტიულ კავშირში შევიდნენ შემდეგი ეკლესიები: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის.

წმიდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომლის მეთაურია უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე (ველიანოვსკი)", - ვკითხულობთ განჩინებაში. 

როგორც განჩინებაშია ნათქვამი, სინოდის სხდომაზე განიხილეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებულ მძიმე მოვლენებზე.

„[ისაუბრეს] ომზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა. აღინიშნა, რომ ომი საშინელება და დიდი ტრაგედიაა. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და მეომრები, ნადგურდება ეკლესია-მონასტრები, ინფრასტრუქტურა, სოფლები და ქალაქები. ადგილი აქვს სხვა ნეგატიურ მოვლენებსაც, რის გამოც გამოითქვა დიდი მწუხარება. ითქვა, რომ საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის; ლოცულობს, რათა მოვლენებმა კიდევ უფრო საშიში ხასიათი არ მიიღოს და, პირიქით, უფალმა უკრაინასა და მსოფლიოს მოანიჭოს მშვიდობა.

წმინდა სინოდმა გამოხატა მწუხარება თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს", - ნათქვამია განჩინებაში. 

სინოდის სხდომა 2-წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა.





Губернаторы России
Москва

Собянин: фронтовики и труженики тыла внесли бесценный вклад в защиту Родины





Москва

Рады познакомить вас с артистами цирка Бурятии: Саян Дондоков - Театр и дети, Культура и Россия


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал, как Москва заботится о ветеранах Великой Отечественной войны



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Кабинет Артиста – подключение и настройка на различных музыкальных стримингах.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями

Парад победы в Москве завершился пролетом авиации

Федерация бокса России почтила память героев в День Победы в Чехове


Анна Блинкова

Россиянки Аванесян и Блинкова вышли во второй тур турнира в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru