Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

ლევან ხაბეიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია

0
ლევან ხაბეიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობას ევროპის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის სასწრაფოდ შესრულებისკენ მოუწოდა.

„ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოხდეს, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრის გათავისუფლება და, სხვათა შორის, რეზოლუციაშიც ზუსტად ასე წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ახორციელებს ვენდეტას, შესაბამისად, ის ასრულებს კრემლის, პუტინის დავალებას. სასწრაფოდ შეასრულეთ ეს რეზოლუცია“, - მიმართა ხელისუფლებას ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით, თუ რეზოლუციაში მითითებული მოწოდებები არ შესრულდება, მის თანაგუნდელებთან ერთად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს: „მე მინდა დავპირდე ქართველ ხალხს და მოგიწოდოთ ყველას, ჩემო მებრძოლო პატრიოტო ქართველებო, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი საბრძოლველი. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად, პატრიოტ, მეომარ ქართველებთან ერთად ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ჩვენი ევროპული მომავლისთვის“.

როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, საპროტესტო აქციები, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაიწყო, გაგრძელდება და საბოლოოდ ისინი თავს მოიყრიან ქვეყნის დედაქალაქში. ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ევროპული მომავლისთვის და ყოფილი პრეზიდენტის თავისუფლებისთვის იბრძოლებენ, რადგან მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, საქართველოს 80% სურს ევროკავშირში, რადგან მათ სურთ თავისუფლება, ეკონომიკური დოვლათი, დემოკრატია, უსაფრთხოება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა: „როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში, ჩვენი იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა უნდა დაბრუნდეს თავის სახლებში, თავის ოჯახებში და დიახ, ეს არის ისტორიული შანსი. როცა უკრაინის გამარჯვების პარალელურად ჩვენი მეგობრები, ევროპელები გვეუბნებიან, რომ გახდით ევროპული ოჯახის წევრები“.

ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა: „ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია“. 

577 მომხრე, 33 მოწინააღმდეგე, 26-მა თავი შეიკავა - ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც შეშფოთება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი და გაუშვას უცხოეთში სამკურნალოდ.

ამავე რეზოლუციას დაემატა შესწორება. მასში, ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ, ევროპარლამენტარები უწოდებენ ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქს" და ითხოვენ მისთვის სანქციების დაწესებას.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააპატიმრეს. 2022 წლის 12 მაისიდან ის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები დიდი ხანია ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. იმავეზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიის" დასკვნაც, რომლის შედგენაშიც მონაწილეობდა არაერთი (მათ შორის ამერიკელი) სამედიცინო ექსპერტი. სააკაშვილის მონახულებაც ელოდება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმიც.

ოჯახის მოთხოვნაა, რომ სააკაშვილმა მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს. ეს თხოვნა არ გაითვალისწინა სასამართლომ და ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დატოვა.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Представители народов Чувашии почтили память погибших в годы Великой Отечественной войны


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

«С новосельем, моя сладкая!»: бабушка Симона показала дом дочки Тимати




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями

Развод на договорных матчах: схемы, риски и пути предотвращения

Фитнес прокачивает онлайн // Благодаря чему растет спрос на видеотренировки


WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


WTA

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России